სოლტონ-სი (ინგლ. Salton Sea) — გაუდინარი მარილიანი რიფტული ტბა აშშ-ში, კალიფორნიის შტატში. იკავებს სალტონის პლაიის ყველაზე დაბალ ნაწილს. ფართობი 974 კმ². სიგანე 24 კმ, სიგრძე 56 კმ, მაქსიმალური სიღრმე 16 მ. ფართობი იცვლება ნალექების შესაბამისად. მდებარეობს ქვემო კალიფორნიის ღრმულში, ზღვის დონიდან −69 მ-ით დაბლა. ტბა შემთხვევით შექმნეს კალიფორნიის სამშენებლო კომპანიის ინჟინერებმა 1905 წელს. ტბის პირას არის დასახლებული პუნქტები. ტბას გამოსაზამთრებლად ან გასამრავლებლად 400-მდე სახეობის წყლის ფრინველი სტუმრობს. სოლტონ-სი ტურიზმის ცენტრია. აუზის მაქსიმალური ტემპერატურა 40-45°C აღწევს. მაღალი მარილიანობის მიუხედავად ტბაში გვხვდება თევზის რამდენიმე სახეობა. ძირითადი შენაკადებია: ალამო, ნიუ-რივერი და უაიტუოტერი. საზრდოობს სასოფლო-სამეურნეო წყლებით, დრენაჟული სისტემებითა და ნაკადულებით.
რესურსები ინტერნეტში