სოლომონ-ყალა — ეკლესია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ კოლა-ოლთისის მხარეში. გუმბათოვანი ეკლესია მდებარეობს ციხის გალავნის შიგნით. კედლის დასავლეთ ფასადზე არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძარი წმინდა დიმიტრის სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული. მიეკუთვნება კუპელჰალეს ტიპის ეკლესიებს.[1]
ნაგებია პატარა თლილი ქვებისაგან. ცენტრალური გეგმა კვადრატს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთიდან ეკვრის აფსიდა. გუმბათის ყელი მრგვალია, ცილინდრისებული გუმბათით. გუმბათის ყელში ოთხი მრგვალი სარკმელია, ყელი გარედან შემკობილია რვა კამარით. გუმბათის ზემო ნაწილი ჩამონგრეულია.
დასავლეთის კედელზე ასომთავრული წარწერებია: „ღმერთო და წმინდაო დიმიტრი, შეიწყალე ცოდვილი დავით მონაზონი, ამინ“ და „ქრისტე შეიწყალე...“[2]