სოლოდოვის სახლი (რუს. Дом Солодова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს გაზეთის შესახვევში (სახლი 47)[1] . აგებულია XIX საუკუნეში არქიტექტორ ნიკალაი დოროშენკოს მიერ. სოლოდოვის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].
ისტორია
1880-იან წლებში სახლის ტერიტორია გაფართოვდა და გახდა ორსართულიანი. გაფართოებული შენობის პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ნიკალაი დოროშენკო[3]. სახლის მფლობელი იყო ხორბალსაფქვავი ფაბრიკის მეპატრონე ფ. სოლოდოვი. XX საუკუნის დოკუმენტების მიხედვით სახლი ითვლებოდა სოლოდოვის ცოლის ეკატერინე ნიკოლოზის ასული სოლოდოვას კუთვნილებად. მოგვიანებით შენობაში განათავსეს „განათლების მუშაკთა სახლი“, რომელსაც ასევე ეწოდებოდა „მასწავლებელთა სახლი“. შენობაში ამავდროულად იყო დიდი ბიბლიოთეკა, რომელსაც იყენებდნენ მასწავლბლები და მოსწავლეები[4].
არქიტექტურა
სოლოდოვის სახლი აგებულია ეკლექტიკის სტილში. იგი პრაქტიკულად სართულნახევრიანია. პირველი სართული ნახევრად სარდაფშია განთავსებული. ზედა სართულის ფანჯრის ღიობები გაფორმებულია სწორკუთხა ფორმის სანდრიკებით. ფანჯრის ქვემოთ მდებარე ნიშა კი - ვარდულებით. ნაგებობას გააჩნია სხვენი, რომელიც სრულდება ორი ოთკუთხა დაშენებით. სახლი არის თაბაშირით გალესილი. ნახევარწრიული ფანჯრის ღიობები გაფორმებულია მარტივი თამასებით. პარაპეტს აქვს მეტალის გაფორმება.სახლის კედლები, სხვენი და ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიები უხვადაა დატვირთული მასკარონებით (ადამიანის თავის გამოსახულებიანი ჰორელიეფებით), რომლებიც დამზაადებულია ციხესიმაგრის ქვით და კრონშტეინებით, რომლებიც ასევე გვხვდება ატიკების გაფორმებაშიც. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო სახურავი რამდენიმეჯერ გამოუცვალეს. ამჟამად პირველი ნახევრად სარდაფის ფანჯრები და კარებები ამოქოლილია[4].
სქოლიო