|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სოკოტო.
|
სოკოტო (ინგლ. Sokoto) — ქალაქი ნიგერიაში. ამავე სახელწოდების შტატის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს მდინარე სოკოტოსა და რიმის შეერთების ადგილას. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 427 760 ადამიანს.[1]
ისტორია
ქალაქი სოკოტო დაარსდა 1804 წელს, როგორც შეიხ ოსმან დან ფოდიოს სამხედრო შტაბი ურწმუნოთა წინააღმდეგ ჯიჰად-ფულანის ომის პერიოდში. 1809 წელს დროებით გახდა სოკოტოს ხალიფატის დედაქალაქი.[2] ქალაქში მდებარეობს შეიხ ოსმან დან ფოდიოს საფლავი.
ქალაქმა განვითარების პიკს მიაღწია XIX საუკუნის 20-იან წლებში, თუმცა მალევე მისი ძლიერება დაეცა. 1903 წელს ქალაქი დაიპყრო ბრიტანეთის იმპერიამ ფრედერიკ ლუგარდის ხელმძღვანელობით.[3]
თანამედროვე პერიოდი
ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, როგორებიცაა: იამსი, არაქისი და მანიჰოტი.
ქალაქში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი[4] და აეროპორტი[5].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო