სოიუზ TMA-15 — მართვადი კოსმოსური გაფრენასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ის ნაწილია პროგრამა სოუზისა, რომელსაც ექსპედიცია 20-ის 3 წევრი გადაყავს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. TMA-15 არის სახელი კოსმოსურ ხომალდ „სოუზის“ 102-ე მართვადი გაფრენისა, მოყოლებული სოუიზ 1-დან (1967). სოიუზის კოსმოსური ხომალდი ექსპედიცია 20-ისა და ექსპედიცია 21-ის განმავლობაში, დარჩება საერთაშორისო სადგურზე, როგორც სათადარიგო გასვლის ხომალდი, რომლის ქონა სადგურზე (მინიმუმ ერთის მაინც) აუცილებელია. პროგრამა აღსანიშნავია იმით, რომ დაიწყო ექვსკაციანი ეკიპაჟის ოპერაციები სკს-ზე.
რომან რომანენკო არის მესამე მეორე თაობის კოსმონავტი. მან აირჩია რადიოგამოძახების სიტყვა ტაიმირი (რუს.Таймыр), რადგან ეს სიტყვა იყო მამისის პირველი გაფრენისას, სოიუზ 26-ზე;[1] თუმცა, რადიონიშნად გამოყენებულ იქნა სიტყვა პარუსი (რუს.Парус - აფრა).[1] რობერტ თერსკი გახდა პირველი კანადელი რომელმაც სოიუზით იფრინა; აქამდე ყველა კანადელი კოსმონავტი ფრინავდა კოსმოსრუი შატლით. ფრენკ დე ვინი გახდა პირველი დასავლეთ ევროპელი, რომელიც მეთაურობს სკს-ს.