სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება

სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი

სლოვაკი მეამბოხეების კოლონა კელემეშთან ახლოს (დღევანდელი პრეშოვის ნაწილი)
თარიღი 29 აგვისტო28 ოქტომბერი, 1944
მდებარეობა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
შედეგი

გერმანიისა და სლოვაკეთის გამარჯვება

  • აჯანყების დასრულება (ჩახშობა)
  • პარტიზანული ომის დაწყება
მხარეები
ნაცისტური გერმანიის დროშა მესამე რაიხი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ჩეხოსლოვაკიის დროშა სლოვაკი მეამბოხეები
მეთაურები
ნაცისტური გერმანიის დროშა გოტლობ ბერგერი
ნაცისტური გერმანიის დროშა ჰერმან ჰიოფლი
სლოვაკეთის დროშა ავგუსტინ მალარი
სლოვაკეთის დროშა ფერდინანდ ჩატლოში
ჩეხოსლოვაკიის დროშა იან გოლიანი
ჩეხოსლოვაკიის დროშა რუდოლფ ვიესტი
ძალები
50 000 გერმანელი[1]
6 900-8 600 სლოვაკი[2]
5 000 გვარდიელი[3]
60 000 კარისკაცი
7 000-18 000 პარტიზანი[4]
დანაკარგები
4 200 გარდაცვლილი
5 000 დაჭრილი
300 პატიმარი[5]
4 000-7 500 ჯარისკაცები და პარტიზანები[6]
15 000 პატიმარი[7]
4 000-5 000 სამოქალაქო[8]
(ოკუპაციის ჩათვლით)
სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება ვიკისაწყობში

სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება (სლოვაკ. Slovenské národné povstanie) ან 1944 წლის აჯანყებამეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკთა წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ორგანიზებული სამხედრო აჯანყება. აჯანყება 1944 წლის 29 აგვისტოს ბანსკა-ბისტრიცაში დაიწყო, სადაც აჯანყებულები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ გერმანული სამხედრო ქვედანაყოფებისთვის, რომლებსაც ოკუპირებული ჰქონდა სლოვაკეთის ტერიტორია. აჯანყებულთა მიზანი იოზეფ ტისოსა და მისი კოლაბორაციონისტული მთავრობის დამხობა იყო. აჯანყება წარუმატებელი აღმოჩნდა, მან 1944 წლის 28 ოქტომბერამდე გასტანა. ბანსკა-ბისტრიცის დაცემის შემდეგ ამბოხებულთა სამხედრო ხელმძღვანელობა ვერმახტს ღია ბრძოლაში დანებდა, აჯანყება კი პარტიზანულ ომში გადაიზარდა. საბოლოოდ პარტიზანული ომი 1945 წელს დასრულდა, როდესაც საბჭოთა კავშირის, რუმინეთისა და ჩეხოსლოვაკიის არმიებმა სლოვაკეთი დაიკავეს. სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება ვარშავის აჯანყების შემდეგ ნაცისტური სისტემის წინააღმდეგ ორგანიზებულ აჯანყებებს შორის ყველაზე დიდია.

ომის შემდგომ პერიოდში, ბევრმა პოლიტიკურმა სუბიექტმა სცადა აჯანყების მისაკუთრება. ჩეხოსლოვაკიის სტალინისტური რეჟიმი აჯანყებას აღწერდა, როგორც კომუნისტური ძალების მიერ ინიციირებულ და მართვად ამბოხებად. სლოვაკი ულტრანაციონალისტები აცხადებდნენ, რომ აჯანყება იყო სლოვაკი ერის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანასაც წარმოადგენდა სლოვაკეთის მარიონეტული სახელმწიფოს დამხობა და ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს აღდგენა, სადაც სლოვაკები ჩეხებზე დომინირებდნენ. სინამდვილეში, სლოვაკეთის ეროვნულ აჯანყებაში ბევრი ფრაქცია მონაწილეობდა, დემოკრატიული წინააღმდეგობა, კომუნისტური პარტიზანები, საერთაშორისო ძალები, მათ უმრავლესობას კი სლოვაკეთის არმიის აჯანყებული ნაწილები წარმოადგენდნენ. ფრაქციების გაერთიანების მიუხედავად, აჯანყებამ სახალხო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. საერთო ჯამში აჯანყება აერთიანებდა სლოვაკი ერის ყველა რელიგიის, კლასისა და ასაკის ანტინაცისტური პოლიტიკური ფრაქციების წევრებს.[9][10] დღევანდელ სლოვაკეთში 29 აგვისტოს ეროვნული დღესასწაულის დღე აღინიშნება.

წინასწარი მოლაპარაკებები

ლონდონში, დევნილობაში მყოფი ჩეხოსლოვაკიის მთავრობის ლიდერმა ედუარდ ბენეშმა 1943 წელს შესაძლო აჯანყებისთვის მზადება დაიწყო და სლოვაკეთის არმიის დისიდენტ ნაწილებს დაუკავშირდა. 1943 წლის დეკემბერში, აჯანყებაში მონაწილე სხვადასხვა ჯგუფებმა, დევნილობაში მყოფმა მთავრობამ, ჩეხოსლოვაკელმა დემოკრატებმა და კომუნისტებმა, ასევე სლოვაკეთის არმიამ სლოვაკეთის მიწისქვეშა ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბეს და ხელი მოაწერეს ეგრეთ წოდებული „საშობაო ხელშეკრულებას“. ხელშეკრულება წარმოადგენდა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც აღიარებდა ბენეშის უფლებამოსილებას და მიზნად ისახავდა ომის შემდგომ ჩეხოსლოვაკიის აღდგენას. ეროვნული საბჭო ასევე პასუხისმგებელი იყო აჯანყების მომზადებაზე.

1944 წლის მარტში სლოვაკეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი იან გოლიანი აჯანყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაუდგა სათავეში. შეთქმულებმა შეძლეს და მოიძიეს საჭირო თანხა, საბრძოლო მასალები და სხვა რესურსები, რომელთაც ცენტრალური და აღმოსავლეთი სლოვაკეთის სამხედრო ბაზებზე მოუყარეს თავი. მეამბოხეები საკუთარ თავს ჩეხოსლოვაკიის შინაგან საქმეთა ძალებსა და ჩეხოსლოვაკიის პირველ არმიას უწოდებდნენ. დაახლოებით 3 200 სლოვაკმა ჯარისკაცმა მიატოვა არმია და პარტიზანულ ჯგუფესა და საბჭოთა არმიას შეუერთდნენ. 1944 წლის აპრილში ებრაელები რუდოლფ ვრბა და ალფრედ ვეტცლერი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაიქცნენ, მათ მიერ დაწერილმა მოხსენებამ საბოლოოდ გამოააშკარავა გერმანულ ბანაკებში მომხდარი საშინელებები.

1944 წლის ზაფხულში, პარტიზანები გერმანიის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ომში უფრო გაძლიერდნენ, განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჩრდილო-ცენტრალური სლოვაკეთის მთიანეთში. ივლისში, საბჭოთა ჯარები უკვე კროსნოში, პოლონეთში იმყოფებოდნენ. კროსნოდან 40 კილომეტრის მოშორებით კი სლოვაკეთის ჩრდილოეთ საზღვარი მდებარეობდა.

1944 წლის ზაფხულში, სლოვაკეთის არმიის ორმა მძიმედ შეიარაღებულმა დივიზიამ, აღმოსავლეთ სლოვაკეთის საჰაერო ძალებთან ერთად, სლოვაკეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პრეშოვში გადაინაცვლა, რისი მიზეზიც აჯანყების დაწყების ორი სავარაუდო გეგმიდან ერთ-ერთის განხორციელება იყო. ეს ორი გეგმა იყო:

  1. საბჭოთა არმიის (1-ლი უკრაინული ფრონტი მარშალ ივანე კონევის მეთაურობით) მოსვლამდე დუკლას უღელტეხილის აღება და კარპატების მთათა სისტემის გავლით პოლონეთისა და სლოვაკეთის გაერთიანება.
  2. იან გოლიანის ბრძანებით დუკლას უღელტეხილის დაუყოვნებლივ აღება, შემდგომში კი მისი შენარჩუნება და დაცვა გერმანული ძალებისაგან, საბჭოთა არმიის მოსვლამდე.

პრეშოვში გადაყვანილი დივიზიების შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ვილიამ ტალსკი იყო. იგი თანახმა იყო მეამბოხეთა არმიის ხელმძღვანელობაზე, ასევე ეთანხმებოდა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს აჯანყების დაგეგმარების კომიტეტის გარემოებებიდან გამომდინარე განეხორციელებინათ ორი სავარაუდო გეგმიდან ერთ-ერთი. 1944 წლის 23 აგვისტოს, მეზობელი რუმინეთი, რომელიც მესამე რაიხს ემხრობოდა ალიანსს შეუერთდა. 1944 წლის 27 აგვისტოს კომუნისტი პარტიზანების ჯგუფმა 30 გერმანელი სამხედრო მოკლა. აღსანიშნავია, რომ მოკლული სამხედროები გერმანული ძალების მიერ რუმინეთის დატოვების მისიის წევრები იყვნენ. მეორე დღეს, გერმანულმა ძალებმა აჯანყებულთა დამხობის მიზნით სლოვაკეთის დაპყრობა დაიწყეს.

1944 წლის 29 აგვისტოს, 19:00 საათზე, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ფერდინანდ ჩატლოშმა სახელმწიფო რადიოში გამოაცხადა, რომ გერმანიამ სლოვაკეთის ოკუპაცია მოახდინა. 20:00 საათზე, გოლიანმა კოდირებული შეტყობინება გაუგზავნა ყველა სამხედრო ნაწილს და აჯანყების დაწყების ბრძანება გასცა. ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ გეგმის მიხედვით, ტალსკიმ და აღმოსავლეთ სლოვაკეთის საჰაერო ძალებმა პრეშოვში დისლოცირებული დივიზიები მიატოვეს და საბჭოთა ძალებთან გაერთიანების მიზნით პოლონეთში, სადესანტო ზონაში გაფრინდნენ. ხელმძღვანელის გარეშე, ქაოსში დარჩენილი ორივე დიზივია 30 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ყოველგვარი წინააღმდეგობისა და გასროლის გარეშე განაიარაღეს. ამ ფაქტის გამო აჯანყება ნაადრევად დაიწყო, ამასთანავე აჯანყებულებმა დაკარგეს მათი გეგმის გადამწყვეტი კომპონენტი და მთავარი დასაყრდენი, ორი ყველაზე მზიმედ შეიარაღებული დივიზია.

ძალები

თავდაპირველად, მეამბოხე პარტიზანების რაოდენობა დაახლოებით 18 000 ჯარისკაცს შეადგენდა. 1944 წლის 9 სექტემბერს გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ მათი რაოდენობა 47 000-მდე გაიზარდა. მოგვიანებით კი საერთო ჯამში მათი რაოდენობა 60 000 ჯარისკაცს შეადგენდა, ამას ემატებოდა 18 000 პარტიზანი 30 ქვეყნიდან. სლოვაკ მეამბოხეებს საკუთარი საჰაერო ძალებიც გააჩნდათ, მათ განკარგულებაში იყო მცირე რაოდენობის თვითმფრინავები, რომელთა უმეტესობაც უკვე მოძველებული იყო.

სლოვაკი მებრძოლების (ჩეხოსლოვაკიის 1-ლი არმია სლოვაკეთში) გარდა, აჯანყაბულთა შორის იყვნენ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც, მათ შორის გაქცეული ფრანგი ტყვეები, საბჭოელი პარტიზანები, ასევე სპეციალური ოპერაციების აღსრულების სამსახურისა და სტრატეგიული სერვისების სამმართველოს თამაშრომლები. სლოვაკები მეტწილად იყენებდნენ ბიპლანებსა და თვითნაკეთ ბრონირებულ მატარებლებს უკეთ აღჭურვილი გერმანული ტექნიკის წინააღმდეგ. 1944 წლის 7 ოქტომბერს ტრი დუბის აეროდრომზე შეერთებული შტატების B-17 Flying Fortress ტიპის ბომბდამშენები დაფრინდნენ, რომელთაც წინ P-51B Mustang ტიპის გამანადგურებლები მოუძღოდნენ. მათ ჩამოიტანეს დამატებითი მარაგი, ასევე ჩამოიყვანეს სტრატეგიული სერვისების სამმართველოს თამაშრომლები, რომელთაც საზღვაო ოფიცერი, ლეიტენანტი ჯეიმზ ჰოლტ გრინი ხელმძღვანელობდა.

აჯანყების დაწყების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის დევნილობაში მყოფი მთავრობის წევრები ჩეხესლოვაკიური სამხედრო ნაწილების აღმოსავლეთ ფრონტზე განთავსების შესაძლებლობას განიხილავდნენ, სადაც საბჭოთა არმია იმყოფებოდა. 1944 წლის 15-17 სექტემბერს ზვოლენის მახლობლად, ზოლნის აეროდრომზე დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკი მებრძოლების პირველი პოლკის თვითმფრინავი დაფრინდა, მათ თან ახლდათ ლავოჩკინ ლა-5 ტიპის 21 გამანადგურებელი[11]. მოგვიანებით, 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით კარპატებიდან ამავე აეროდრომზე გადასახეს ჩეხოსლოვაკიის პარაშუტისტისტთა მეორე ბრიგადა.

აჯანყების მსვლელობა

აჯანყების დასაწყისი

29 აგვისტოს, 20:00 საათზე იან გოლიანის მეთაურობით მეამბოხეებმა აჯანყება დაიწყეს. 30 აგვისტოს, დილით, აჯანყებულები ბანსკა-ბისტრიცაში შევიდნენ და ქალაქი მათ შტაბად აქციეს. 31 აგვისტოს, გერმანელმა სამხედროებმა აღმოსავლეთ სლოვაკეთის არმია განაიარაღეს და მათი უმეტესობა გერმანულ ბანაკებში გაგზავნეს, ნაწილმა კი გაქცევა შეძლო. ზოგიერთი გაქცეული სახლში დაბრუნდა, ზოგიც საბჭოელების მიერ კონტროლირებად პარტიზანებს შეუერთდა. 5 სექტემბერს გოლიანმა გენერლის წოდება მიიღო და სლოვაკეთში აჯანყებული ყველა ნაწილის მეთაური გახდა. სლოვაკებმა ცენტრალურ სლოვაკეთში 47 000 კაცის მობილიზება შეძლეს. გოლიანის წინასწარი ანალიზით ამბოხებულები გერმანელთა შემოტევებს დაახლოებით ორი კვირის მანძილზე გაუმკლავდებოდნენ[12]. 10 სექტემბრისთვის აჯანყებულები ცენტრალური და აღმოსავლეთ სლოვაკეთის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. აჯანყებული აკონტროლებდნენ ორ აეროდრომსაც, მათი გამოყენებით საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალებს აღჭურვილობა გადმოჰქონდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Šindelářová: Finale der Vernichtung. S. 64; Venohr: Aufstand der Slowaken. S. 272.
  2. Hoensch: Die Slowakei im Jahr 1945. S. 301; Kliment: Germany's First Ally. S. 25.
  3. Kliment: Germany's First Ally, S. 24.
  4. Venohr: Aufstand der Slowaken. S. 187.; Šindelářová: Finale der Vernichtung. S. 60.
  5. Viliam Plevza und Kollektiv: Dejiny Slovenského národného povstania 1944, Zväzok V. Pravda Verlag, Bratislava 1985, S. 428–431.
  6. Lacko: Slovenské národné povstanie, S. 200–201; Zückert: Slowakei: Widerstand gegen das Tiso-Regime und nationalsozialistische Vorherrschaft. S. 249.
  7. Venohr: Aufstand der Slowaken. S. 299.
  8. Kamenec: Slovenský štát v obrazoch. S. 224; Lacko: Slovenské národné povstanie 1944. S. 201.
  9. Mičev, S. (Ed.), 2009, Slovak National Uprising 1944. Múzeum SNP, Banská Bystrica, p. 123 (In Slovak)
  10. Lacko, M.: Slovak National Uprising 1944. Bratislava, Slovart, 2008 (In Slovak)
  11. Fajtl, F. První doma ("First at home"), Naše vojsko, Prague, 1980, 291 pp. (in Czech)
  12. Nosko J.: Thus insurgent army fought (Takto bojovala povstalecká armáda). Bratislava, NVK International, spol. s.r.o. 1994, p. 77 (In Slovak)

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. 1UPPoster rilis resmiSutradaraKyle NewmanProduser Jason Moring Michael Philip Richard Alan Reid Ditulis olehJulia YorksPemeran Paris Berelc Taylor Zakhar Perez Hari Nef Ruby Rose Penata musikJessica Rose WeissSinematograferKristofer BonnellPenyu...

 

Apam Barenda khas Barabai Apam barenda adalah camilan khas dari Kota Barabai, Kabupaten Hulu Sungai Tengah, yang telah menjadi favorit masyarakat setempat dan para pengguna jalan umum.[1] Camilan ini, sering kali dijuluki sebagai kue basah tradisional, memiliki cita rasa unik yang membuatnya diminati dan diincar oleh banyak orang. Selain menjadi camilan khas Kota Barabai, Apam Barenda juga memiliki variasi yang khas di daerah Samarinda, Kalimantan Timur. Dalam tradisi kuliner Samarind...

 

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

13th episode of the 6th season of Grimm The EndGrimm episodeEpisode no.Season 6Episode 13Directed byDavid GreenwaltWritten byDavid GreenwaltJim KoufProduced by David Greenwalt Jim Kouf Sean Hayes Todd Milliner Featured musicRichard MarvinCinematography byRoss BerrymanEditing byGeorge PilkintonProduction code613Original air dateMarch 31, 2017 (2017-03-31)Running time42 minutesGuest appearances Jacqueline Toboni as Theresa Trubel Rubel Wil Traval as Zerstörer Kevin Joy as A...

 

Pemandangan Arena Nîmes dari luar. Arena Nîmes adalah sebuah amfiteater Romawi yang terletak di pusat kota Nîmes, Prancis. Arena ini dibangun pada tahun 70 dan kemudian dialihfungsikan menjadi arena laga lembu pada tahun 1863. Arena Nîmes saat ini menjadi tempat diadakannya dua acara laga lembu tahunan selama Feria de Nîmes, walaupun bangunan ini juga dapat digunakan untuk kegiatan-kegiatan lain. Bangunan yang berbentuk elips ini memiliki panjang 133 m dan lebar 101 m dari ujung ke ujung...

 

Cet article est une ébauche concernant un coureur cycliste danois. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?). Pour plus d’informations, voyez le projet cyclisme. Alexander KampInformationsNom de naissance Alexander Kamp EgestedNaissance 14 décembre 1993 (30 ans)KøgeNationalité danoiseÉquipe actuelle Tudor Pro Cycling TeamÉquipes non-UCI 2002-2005CC95 Herfølge2006-2007Roskilde Cykle Ring2008-2009Køge Cykel Ring2010-2011Herning Cykle KlubÉquipes...

Ita Jayadi Pa Sahli Tk. II Bidang Komsos Panglima TNIMasa jabatan29 September 2022 – 4 November 2022PendahuluAang GunawanPenggantiIsa Ansori Informasi pribadiLahir0 Desember 1964 (umur 59)Alma materAkademi Militer (1987)Karier militerPihak IndonesiaDinas/cabang TNI Angkatan DaratMasa dinas1987—2022Pangkat Brigadir Jenderal TNISatuanZeniSunting kotak info • L • B Brigadir Jenderal TNI (Purn.) Ita Jayadi adalah seorang Purnawirawan TNI-AD yang terakhir ...

 

ロバート・デ・ニーロRobert De Niro 2011年のデ・ニーロ生年月日 (1943-08-17) 1943年8月17日(80歳)出生地 アメリカ合衆国・ニューヨーク州ニューヨーク市身長 177 cm職業 俳優、映画監督、映画プロデューサージャンル 映画、テレビドラマ活動期間 1963年 -配偶者 ダイアン・アボット(1976年 - 1988年)グレイス・ハイタワー(1997年 - )主な作品 『ミーン・ストリート』(1973年)...

 

Conurbation in Ontario, CanadaGreater Toronto and Hamilton AreaConurbationDowntown TorontoNickname: GTHACountry CanadaProvince OntarioArea • Total8,244.42 km2 (3,183.19 sq mi)Population (2021) • Total7,281,694 • Density844/km2 (2,216/sq mi) Combined population of the cities of Toronto and Hamilton and the regional municipalities of Halton, Peel, York, and DurhamGDP • TotalCA$479.758 billionUS$361...

Dès le XIe siècle, les comtes de Savoie mettent la main sur le Piémont, mais c'est seulement au XIIIe siècle que Thomas Ier (1178 † 1233) s'intitule seigneur de Piémont. Seigneurs de Piémont 1148 - 1189 : Humbert III ... ????-1233 : Thomas Ier (v. 1177-1233), seigneur de Piémont et comte de Savoie 1233-1259 : Thomas II (1199-1259), fils du précédent 1259-1282 : Thomas III (1248-1282), fils du précédent 1282-1334 : Philippe Ier de Savoie-Achaïe ...

 

English actor (1927–2013) Not to be confused with Arthur Maulet or Arthur Malette. This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article's lead section may be too short to adequately summarize the key points. Please consider expanding the lead to provide an accessible overview of all important aspects of the article. (January 2022) This article needs additional citations for veri...

 

American politician This article is about the South Carolina politician. For other uses, see Alan Wilson (disambiguation). Alan Wilson51st Attorney General of South CarolinaIncumbentAssumed office January 12, 2011GovernorNikki HaleyHenry McMasterPreceded byHenry McMaster Personal detailsBornAlan McCrory (1973-07-16) July 16, 1973 (age 50)West Columbia, South Carolina, U.S.Political partyRepublicanParentJoe Wilson (adoptive father)EducationFrancis Marion University (BA)University of S...

1950 film by Ray Enright Kansas Raiders1956 newspaper advertisementDirected byRay EnrightScreenplay byRobert L. RichardsStory byRobert L. RichardsProduced byTed RichmondStarringAudie MurphyBrian DonlevyMarguerite ChapmanScott BradyCinematographyIrving GlassbergEdited byMilton CarruthColor processTechnicolorProductioncompanyUniversal International PicturesDistributed byUniversal PicturesRelease date November 15, 1950 (1950-11-15) (United States) Running time80 minutesCountry...

 

فيل فودين (بالإنجليزية: Phil Foden)‏ فودين مع مانشستر سيتي عام 2022 معلومات شخصية الاسم الكامل فيليب والتر فودين[1] الميلاد 28 مايو 2000 (العمر 24 سنة)[2]ستوكبورت، إنجلترا الطول 1.80 م (5 قدم 11 بوصة)[3] مركز اللعب وسط الجنسية إنجلترا المدرسة الأم كلية القديس بيدا  [�...

 

RRAS بنى متوفرة بنك بيانات البروتينOrtholog search: PDBe RCSB قائمة رموز معرفات بنك بيانات البروتين 2FN4 معرفات أسماء بديلة RRAS, related RAS viral (r-ras) oncogene homolog, R-Ras, RAS related معرفات خارجية الوراثة المندلية البشرية عبر الإنترنت 165090 MGI: MGI:98179 HomoloGene: 4565 GeneCards: 6237 علم الوجود الجيني وظائف جزيئية • nucleotide bindi...

Marcos LlorenteLlorente con l'Atlético Madrid nel 2019Nazionalità Spagna Altezza184 cm Peso73 kg Calcio RuoloCentrocampista Squadra Atlético Madrid CarrieraGiovanili 2002-2006 Las Rozas2006-2007 Roceña2007-2008 Rayo Majadahonda2008-2014 Real Madrid Squadre di club1 2014-2016 Real M. Castilla58 (3)[1]2015-2016 Real Madrid2 (0)2016-2017→  Alavés32 (0)2017-2019 Real Madrid20 (0)2019- Atlético Madrid137 (22) Nazionale 2014 Spagna U...

 

Tehsil in CharsaddaTehsil Shabqadar تحصیل شبقدر تحصیل شبقدرTehsilPashtun tribesmen attack the British-held fort during the 1897 Frontier Revolt FlagSealTehsil ShabqadarLocation within PakistanShow map of Khyber PakhtunkhwaTehsil ShabqadarTehsil Shabqadar (Pakistan)Show map of PakistanTehsil ShabqadarTehsil Shabqadar (Asia)Show map of AsiaTehsil ShabqadarTehsil Shabqadar (Earth)Show map of EarthCoordinates: 34°12′19.584″N 71°34′59.9448″E / 34.20544...

 

Diplomatic mission of Sweden in Canada Diplomatic mission Embassy of Sweden, OttawaLocationOttawaAddress377 Dalhousie Street, Suite 305 Ottawa ON K1N 9N8 CanadaCoordinates45°25′39″N 75°41′23″W / 45.42754°N 75.68981°W / 45.42754; -75.68981Opening1943AmbassadorSigne BurgstallerWebsiteOfficial website The Embassy of Sweden in Ottawa is Sweden's diplomatic mission in Canada. The Swedish embassy in Canada represents the Swedish government in Canada and The Baham...

Arcidiocesi di SiracusaArchidioecesis SyracusanaChiesa latinaRegione ecclesiasticaSicilia   Provincia ecclesiastica Collocazione geografica Diocesi suffraganee Noto, Ragusa  Arcivescovo metropolitaFrancesco Lomanto Vicario generaleSebastiano Amenta Arcivescovi emeritiGiuseppe Costanzo,Salvatore Pappalardo Presbiteri125, di cui 101 secolari e 24 regolari2.323 battezzati per presbitero Religiosi30 uomini, 118 donne Diaconi36 permanenti  Abitanti299.100 Battezzati290.450 (97,1% de...

 

Белорусы в России Современное самоназвание белорусы Численность 208 046 (2021) Расселение наиболее многочисленны на Русском Севере, в городах федерального значения, Башкортостане и у западной границы России Язык русский, белорусский, трасянка Религия христианство Входит ...