სლოვაკეთი1996 წლიდან იყოფა 8 მხარედ. (სლოვაკ.kraje, მხ.რ. სლოვაკ.kraj), რომელთაც სახელწოდება მიღებული აქვთ ადმინისტრაციული ცენტრის მიხედვით. მხარეები თავის მხრივ იყოფა რაიონებად (სლოვაკ.okresy, მხ.რ. სლოვაკ.okres). სლოვაკეთში სულ 79 რაიონია.
რაიონები იყოფა თემებად (სლოვაკ.obce), რომლებიც სულ სლოვაკეთში არის 2891. მათგან 130 წარმოადგენს ქალაქს (სლოვაკ.mestá), ხოლო დანარჩენები — სოფლურ თემებს.