სლანცი (რუს. Сланцы) — ქალაქი (1949 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. სლანცის რაიონისა და სლანცის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 33 485 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი მდებარეობს მდინარე პლიუსას ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგიდან 125 კილომეტრში.
ისტორია
სლანცის დაარსება დაკავშირებულია გდოვის ნავთობის ფიქალების დამუშავებასთან, რომლებიც 1926 წელს აღმოაჩინეს. ქალაქის დამაარსებლად სერგეი კიროვი ითვლება, რომელიც სკკპ-ის ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო. მისი ინიციატივით 1930 წლის 9 აპრილს დაიწყო მაღაროს მშენებლობა. 1996 წლიდან ეს თარიღი აღინიშნება, როგორც ქალაქის დაარსების დღე, დაბის მშენებლობა კი ფაქტობრივად 1932 წელს დაიწყო, როდესაც გაიხსნა პირველი შახტა და ქალაქის პირველი, კიროვის სახელობის, ქუჩა.
ქალაქი დაბის სტატუსით, ოფიციალურად წარმოიქმნა გდოვსკის რაიონში, ლენინგრადის ოლქში 1934 წლის 20 დეკემბერს.
1941 წლის 11 მარტს დაბა სლანცი ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1949 წელს დასახლება ადმინისტრაციულად გაერთიანდა დაბა „ბოლშიე-ლუჩკისთან“ და მიიღო ქალაქის სტატუსი[1].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო