ახლო აღმოსავლეთის სააგენტო ООН-ის მონაცემების მიხედვით, სირიის მოსახლეობა 8 %-ით შემცირდა ქვეყანაში სამოქალაქო ომის დროს[3].
სირიის მოსახლეობა წარმოადგენს 18,5 მილიონ ადამიანს (2015 წლის მონაცემების მიხედვით).
სირიელების 70 % — სუნიზმის მიმდევრები არიან[4][5], თუმცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის შიიტები, მუსლიმი-ნიზარიტები და ალავიტები (16 %), ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდევრები (10 %).
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფონდის მონაცემების მიხედვით მოსახლეობის მხრივ, 2011 წელს სირიის საშუალო მაჩვენებლი წარმოადგენდა 20,8 მილიონ ადამიანს, მათ შორის 10,5 მილიონი მამაკაცი და 10,3 მილიონი ქალი; ქალაქის მოსახლეობის წილი 56 %, მოსახლეობის ზრდის ტემპი 2010—2015 წლებში წარმოადგენს 1,7 %, სიცოცხლის ხანგრძლივობის წლები წარმოადგენს 74 წელს მამაკაცებისთის და 78 წელს ქალებისთვის[6].
სირიაში უზრუნველყოფილია უფასო განათლება 6-დან 11 წლამდე და სავალდებულო სახე აქვს. სკოლის სწავლების 12 წელიწადი შედგება 6 წელი დაწყებითი, სამი წელი საშუალო და კიდევ სამი წელი მოსამზადებელი კურსისგან, რომელიც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. განათლების დონე 15 წლის ზემოთ წარმოადგენს 86 % კაცებში და 73,6 % ქალებში.
სირიის არაბები (მათ შორის დაახლოებით 400 ათასი პალესტინის დევნილი) წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ს[7][8].
უმსხვილესი ეროვნული უმცირესობები — ქურთები — წარმოადგენენ სირიის მოსახლეობის 9 %-ს[7]. ქურთების უმეტესობა ცხოვრობს ქვეყნის ჩრდილოეთით, უმეტესობა დღემდე იეყენებს ქურთულ ენას.
ეთნიკური ჯგუფებიდან რაოდენობით ქვეყანაში მესამე სირიელი თურქმენებია.
დაახლოებით სირიის მოსახლეობის — მუსლიმანია, 10 % — ქრისტიანი. მუსლიმანიდან 82 % — სუნიტებია, დანარჩენები — ალავიტები და ისმაილიტები, და ასევე შიიტები, რომელთა რიცხვიც 2003 წლიდან მუდმივად იზრდება ერაყიდან წამოსული დევნილების გამო.
საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „Open Doors“ გამოკვლევის მიხედვით 2015 წლისთვის, სირია იკავებს მეოთხე ადგილს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე ხშირად ზღუდავენ ქრისტიანთა უფლებებს[10].
ენები
სახელმწიფო და მეტად გავრცელებული ენა — არაბული. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში გამოიყენება ქურთული ენა.
↑Раздел второй. Этнодемографический обзор регионов и стран мира. — Глава пятая. Зарубежная Азия. — Сирия, стр. 516. // Население мира. Этнодемографический справочник. Автор: Соломон Ильич Брук. Ответственный редактор: доктор исторических наук, профессор П. И. Пучков. Академии наук СССР. Институт этнографии имени Н. Н. Миклухо–Маклая. Москва: Издательство «Наука», 1981, 880 стр.