|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიონი.
|
სიონი (ფრანგ. Sion, გერმ. Sitten, ლათ. Sedunum) — ქალაქი შვეიცარიაში, ვალეს კანტონის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე რონის ნაპირებზე. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 30 363 ადამიანს შეადგენს.
ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორისაა ვალერის ბაზილიკა და ტურბილონის ციხესიმაგრე. სიონს გააჩნია აეროპორტი, რომელიც როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება, ფუნქციონირებს სამაშველო ბაზა. ჰყავს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი სიონი, რომელიც ამჟამად შვეიცარიის სუპერ-ლიგაში ასპარეზობს.
ამ ტერიტორიაზე წარსულში კელტების მსხვილი დასახლება სედუნუმი არსებობდა. დამოუკიდებელი ქალაქი V საუკუნეში გახდა, როდესაც აქ ეპარქიის ცენტრი ამოქმედდა. 1475 წელს, სავოიის ომის დროს ქალაქი დაინგრა. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა 1788 წლის მასშტაბური ხანძრის შედეგად.
დაძმობილებული ქალაქები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო