სინათლის სიჩქარე

მზის სინათლე დედამიწამდე აღწევს საშუალოდ 8 წუთში და 18 წამში.

სინათლის სიჩქარე (აღნიშვნა: ; 299792458 მ·წმ−1[1]) — უნივერსალური ფიზიკური მუდმივი სიდიდე, რომელიც ფიზიკის მრავალ სფეროშია მნიშვნელოვანი. იგი ზუსტად 299,792,458 მ/წმ-ს უდრის, ციფრს, რომელიც ზუსტია, ვინაიდან მეტრის სიგრძე გამოითვლება ამ სიდიდიდან და დროის საერთაშორისო სტანდარტიდან.[2] იგი უდრის დაახლოებით 186, 282 მილს წამში. ფარდობითობის სპეციალური თეორიის თანახმად, c არის მაქსიმალური სიჩქარე, რომელზეც სამყაროში მოგზაურობენ ენერგია, ნივთიერება თუ ინფორმაცია. ეს არის სიჩქარე, რომელზეც რამე ნივთიერება წონის გარეშე და დაკავშირებული სფეროები (მათ შორის, ელექტრომაგნიტური რადიაცია), როგორიც არის სინათლე, მოძრაობენ ვაკუუმში. იგი აგრეთვე არის გრავიტაციის სიჩქარე. ფარდობითობის თეორიის მიხედვით c ურთიერთდაკავშირებულია დროსა და სივრცესთან და აგრეთვე შეტანილია მასისა და ენერგიის ეკვივალენტობის ცნობილ ფორმულაში. E = mc2.[3]

სინათლის სიჩქარის ისტორია და თეორია

ადრე, როდესაც მეცნიერებისთვის სინათლის მოძრაობა შეუცნობელი იყო, ისინი ფიქრობდნენ, რომ სინათლის სიჩქარეს არ აქვს ზღვარი. თუმცა, დროდადრო ამ ტალღური ბუნების ნაწილაკების მოძრაობის გაზომვები უფრო და უფრო ზუსტი ხდებოდა. ალბერტ აინშტაინისა და სხვა მეცნიერების ნაშრომების მიხედვით სინათლეს ჩვენს სამყაროში ზღვრული სიჩქარე აქვს (ანუ ელექტრომაგნიტურ უქრთიერთქმედებას, სინათლეც მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა), რომელიც c ასოთი აღინიშნება. c-ს ვერცერთი მასიური (რომელსაც უძრაობის მასა აქვს) სხეული ვერ განავითარებს. მტკიცებულებების მიუხედავად მწერალი ფანტასტები და მეცნიერებიც ცდილობენ თავიანთი ნაწარმოებებითა თუ ალტერნატიული თეორიებით გაასწრონ სინათლეს და სამყაროს ნებისმიერ წერტილისკენ მომენტალურად გადადაგილდნენ.

პირველად, სინათლის სიჩქარის შესახებ აზრი გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ, რომელსაც ამის გამო უთანხმოება მოუვიდა სხვა ბერძენ ფილოსოფოსთან - ემპედოკლესთან (Empedocles). ემპედოკლე ფიქრობდა, რომ რადგანაც სინათლე მოძრაობს, მას უნდა დასჭირდეს გარკვეული დრო გადასაადგილებლად, ხოლო არისტოტელე არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ სინათლეს არ აქვს არანაირი სიჩქარე.

1667 წელს, იტალიელმა ასტრონომმა გალილეო გალილეიმ ორი ადამიანი დააყენა გორაკზე ნეხევარ კმ-მდე ნაკლები დაშორებით. თითოეულ ადამიანს ეჭირა დაფარული ფარანი. ერთმა ახსნა საფარი თავის ფარანს; როდესაც მეორემ დაინახა შუქი, მანაც ასევე ახსნა საფარი. იმის დაკვირვებით, თუ რამდენი ხანი დასჭირდა სინათლეს პირველ ფარნიანთან მისვლას, გალილეო ფიქრობდა, რომ ის შეძლებდა გამოეთვალა სინათლის სიჩქარე. მის მიერ შერჩეული მანძილები ძალიან პატარა იყო განსხვავების შესამჩნევად. იტალიელი ასტრონომის აზრით, სინათლის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი იყო.

1670-იანებში, დანიელმა ასტრონომმა ოლე რომერმა იუპიტერის მთვარის - იოს ტრანზიტი გამოიყენა როგორც სინათლის სიჩქარის ქრონომეტრი. რამდენიმე თვიანი დაკვირვებებით, როდესაც იომ იუპიტერის უკან ჩაიარა, რომერმა აღმოაჩინა, რომ დაბნელება იმაზე გვიან ხდება, ვიდრე ამას გამოთვლები წინასწარმეტყველებენ. რომერი ფიქრობდა, რომ იოდან წამოსულ სინათლეს რაღაც დრო დასჭირდა დედამიწამდე მოსაღწევად. დაბნელებები ყველაზე მეტად მაშინ იგვიანებდნენ, როდესაც დედამიწა და და იუპიტერი ერთმანეთს უშორესი მანძილით იყვნენ დაშორებულნი, ხოლო დაბნელებები დაგეგმილ დროზე მოდიოდნენ, როდესაც ისინი უახლოეს წერტილში იყვნენ (ერთმანეთის მიმართ). მან ჩათვალა, რომ სინათლე 10-11 წუთს ანდომებს მზიდან დედამიწამდე მოსვლას. სინამდვილეში სინათლეს 8 წუთი უნდა. საბოლოოდ, მეცნიერებს ჰქონდათ რიცხვი, რომელსაც სინათლის სიჩქარისთვის გამოიყენებდნენ - რომერის გამოთვლბით 200 000 კმ/წმ.

ფიზეულს მოწყობილობის მექანიზმი.

1728 წელს, ინგლისელმა ფიზიკოსმა ჯეიმზ ბერდლიმ თავისი გამოთვლები დაამყარა ვარსკვლავების პოზიციის გამოჩენის ცვალებადობაზე, რაც გამოწვეულია დედამიწის მზის გარშემო მოძრაობით. მან გამოთვალა, რომ სინათლის სიჩქარე 301 000 კმ/წმ იყო.

1800-იანებში, ორმა მცდელობამ პრობლემა დააბრუნა დედამიწაზე. ფრანგმა ფიზიკოსმა ჰიპოლიტე ფიზეუმ სინათლის წყარო მიმართა სწრაფად მოძრავ კბილანიან ბორბალზე, რომელსაც სარკე 5 მილის მოშორებით ჰქონდა დამონტაჟებული, რადგან აერეკლა და უკან დაებრუნებინა თავის წყაროსთან. ბორბლის სიჩქარის ცვლილებამ საშუალება მისცა ფიზეუს გამოეთვალა თუ რამდენი ხანი დასჭირდა სინათლეს ხვრელიდან გასვლას - მოპირდაპირე სარკეში და ამ ნახვრეტში ისევ უკან დაბრუნებას. სხვა ფრანგმა ფიზიკოსმა ლეონ ფოკოლტმა მბრუნავი სარკის გამოყენება ამჯობინა ბორბალს. ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მეთოდი იმაზე მეტყველებდა, რომ სინათლის სიჩქარე 1000 მილი (1600 კმ) იყო წამში.

პრუსიაში დაბადებულმა ალბერტ მაიკელსონმა, რომელიც გაიზარდა აშშ-ში, სცადა ფოკოლტის მეთოდის გამეორება 1879 წელს, მაგრამ მან გამოიყენა უფრო დიდი დისტანცია და ასევე უკიდურესად მაღალი ხარისხის სარკეები და ლინზები. მისი შედეგი იყო 299 910 კილომეტრი წამში. ეს სინათლის სიჩქარის ყველაზე ზუსტი გამოთვლა იყო 40 წელიწადის განმავლობაში.

აინშტაინი და ფარდობითობის სპეციალური თეორია

1905 წელს, ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა ფარდობითობის სპეციალური თეორია. მასში, მან დააწესა, რომ სინათლე მოძრაობს ერთი და იმავე სიჩქარით, დამკვირვებლის მოძრაობის სიჩქარის მიუხედავად. დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, მზე კი გალაქტიკაში მოძრაობს, ხოლო ჩვენი გალაქტიკა კი სხვა გალაქტიკების მსგავსად კოსმოსში მოძრაობს. გაზომილი სინათლის სიჩქარე იქნება იგივე, რა ადგილზეც უნდა იმყოფებოდეს დამკვირვებელი - გალაქტიკის შიგნით, გარეთ, დედამიწაზე თუ ღრმა კოსმოსში. ასე რომ, აინშტაინის თეორიის მიხედვით, სინათლის სიჩქარე არ იცვლება დროსა და სივრცეში.

სინათლის სიჩქარის გამო სამყარო დროის მანქანას წააგავს. მანძილს, რომელსაც სინათლე ერთ წელიწადში გადის, სინათლის წელიწადი ეწოდება. სინათლის წელიწადი ზომავს ორივეს - დროსაც და მანძილსაც. ეს ისეთი ძნელი გასაგები არაა, როგორიც ბევრს ჰგონია. დაუკვირდით კარგად: მთვარიდან წამოსული სინათლე ჩვენს თვალებამდე 1 წამში აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარე 1 სინათლის წამით არის დაშორებული. მზის შუქი კი 8 წუთს ანდომებს დედამიწამდე მოსვლას და ის 8 სინათლის წუთით არის დაშორებული. უახლოესი ვარსკვლავური სისტემიდან - ალფა კენტავრიდან წამოსულ სინათლეს 4,3 წელიწადი სჭირდება. ანუ ალფა კენტავრი 4,3 სინათლის წელიწადით არის დაშორებული.

ვარსკვლავები და სხვა ობიექტები მზის სისტემის მიღმა, ნებისმიერ ადგილას, რამდენიმე სინათლის წლიდან დაწყებული რამდენიმე მილიარდი სინათლის წლით დამთავრებული არიან დაშორებულნი დედამიწას. აქედან გამომიდანარე, ვთქვათ ასტრონომები სწავლობენ ობიექტს, რომელიც 10 სინათლის წლითაა დაშორებული. ისინი ამ ობიექტს ხედავენ ისეთს, როგორიც იყო ზუსტად 10 წლის წინ. ასე რომ, ჩვენ როდესაც ვიყურებით შორეულ სამყაროში, პირდაპირი მნიშნველობით ჩვენ ვიხედებით წარსულში. ეს პრინციპი ასტრონომებს საშუალებას აძლევს დაინახონ სამყარო, როდესაც ისდიდი აფეთქების დროს გამოიყურებოდა - აფეთქება, რომელიც დაახლოებით 13,7 მილიარდი წლის წინ მოხდა.

სინათლის სიჩქარის მუდმივობა

სინათლე ტალღურად მოძრაობს და ბგერის მსავსად შეიძლება შევანელოთ. მისი შენელება დამოკიდებულია გავრცელების გარემოზე. არაფერს შეუძლია გაუსწორს სინათლის სიჩქარეს ვაკუუმში. თუმცა თუ რეგიონი შეიცავს რამე მატერიას, მტვერსაც კი, სინათლე შეიძლება შენელდეს ნაწილაკებთან კონტაქტის გამო (დრო ხელმეორედ გამოსხივებაზე იკარგება). დედამიწის ატმოსფეროში შემომავალი შუქი თითქმის იმავე სიჩქარით მოძრაობს, რამდენითაც ვაკუუმში, ხოლო ბრილიანტში სინათლე თითქმის ნახევარი სიჩქარით მოძრაობს. მარგალიტში დაახლოებით 124 000 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს.

შესაძლებელია სინათლეზე სწრაფად ვიმოძრაოთ?

აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, ობიექტი რაც უფრო სწრაფად მოძრაობს, მისი მასა უფრო იზრდება, ხოლო მისი სიგრძე კი მცირდება. სინათლის სიჩქარეზე (ფოტონებს არ გააჩნიათ უძრაობის მასა), როდესაც ობიექტს აქვს უსასრულო მასა, მისი სიგრძე ნულს უტოლდება. აქედან გამომდინარე, არც ერთ სხეულს, რომელსაც უძრაობის მასა გააჩნია, არ შეუძლია სინათლის სიჩქარის განვითარება.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. www.nist.gov // c: the speed of light in vacuum
  2. Penrose, R (2004). The Road to Reality: A Complete Guide to the Laws of the Universe. Vintage Books, გვ. 410–1. ISBN 978-0-679-77631-4. „... the most accurate standard for the metre is conveniently defined so that there are exactly 299,792,458 of them to the distance travelled by light in a standard second, giving a value for the metre that very accurately matches the now inadequately precise standard metre rule in Paris.“ 
  3. Uzan, J-P; Leclercq, B (2008). The Natural Laws of the Universe: Understanding Fundamental Constants. Springer, გვ. 43–4. ISBN 0-387-73454-6. 

Read other articles:

Bagian dari seri artikel mengenaiRevolusi Tipe Warna Komunis Demokratis Tanpa kekerasan Permanen Politis Sosial Gelombang Metode Boikot Pembangkangan sipil Perang sipil Konflik golongan Kudeta Demonstrasi Perang gerilya Kekacauan Perlawanan tanpa kekerasan Protes Pemberontakan Teror revolusioner Samizdat Mogok kerja Perlawanan pajak Sebab Otoriterisme Otokrasi Kapitalisme Kolaborasinisme Kolonialisme Kronisme Despotisme Kediktatoran Diskriminasi Depresi Ekonomi Kesenjangan ekonomi Kecurangan ...

 

 

Gunung PombatoaHuidu PombatoaTitik tertinggiKetinggian1.686 m (5.531 ft)Koordinat0°53′20″N 122°02′23″E / 0.8888°N 122.0398°E / 0.8888; 122.0398Koordinat: 0°53′20″N 122°02′23″E / 0.8888°N 122.0398°E / 0.8888; 122.0398 GeografiLetakDengilo, Kabupaten Pohuwato, Provinsi Gorontalo, Pulau Sulawesi, Indonesia Gunung Pombatoa adalah nama sebuah gunung yang terletak di Desa Karya Baru, Kecamatan Dengilo, Kabupaten...

 

 

خريطة البعثات الدبلوماسية في جمهورية كوريا هذه قائمة بالبعثات الدبلوماسية في كوريا الجنوبية. توجد حاليًا 110 سفارات ومكتبين تمثيليين في سيول، وبعض الدول لديها قنصليات (لا تشمل القنصليات الفخرية) في مدن أخرى غير سيول. هناك العديد من الدول الأخرى التي تربطها علاقات دبلوماسية...

تحتاج هذه المقالة كاملةً أو أجزاءً منها لإعادة الكتابة حسبَ أسلوب ويكيبيديا. فضلًا، ساهم بإعادة كتابتها لتتوافق معه. (أغسطس 2023) جزء من سلسلة مقالات حولالعلوم ملخص فهرس مسرد توضيح تاريخ أدب فلسفة المجالات (تخصصات / قائمة) المجالات العلمية علوم تطبيقية علوم شكلية رياضياتية ح�...

 

 

American teen sitcom This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Malibu, CA TV series – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2016) (Learn how and when to remove this template message) Malibu, CAThe season 1 cast of Malibu, CA. Top row (L–R): Brandon Brooks, Trevor Merszei, and Gina Mar...

 

 

La poena cullei (dal latino pena del sacco) era la pena inflitta, nel diritto romano, a colui che si era reso responsabile di parricidio. Tullia uccide il padre Servio Tullio Indice 1 Descrizione 2 Il bestiario 2.1 Il gallo 2.2 Il cane 2.3 La scimmia 2.4 La vipera 3 Evoluzione dell'istituto nel tempo 3.1 Mazzeratura 4 Note 5 Bibliografia 6 Voci correlate 7 Altri progetti 8 Collegamenti esterni Descrizione Immediatamente dopo la condanna, il reo veniva tradotto in carcere con soleae ligneae (z...

Pour les articles homonymes, voir Bard. Bard-lès-Époisses Mairie de Bard-lès-Époisses. Blason Administration Pays France Région Bourgogne-Franche-Comté Département Côte-d'Or Arrondissement Montbard Intercommunalité Communauté de communes des Terres d'Auxois Maire Mandat Jean-Michel Massé 2020-2026 Code postal 21460 Code commune 21047 Démographie Populationmunicipale 71 hab. (2021 ) Densité 20 hab./km2 Géographie Coordonnées 47° 31′ 56″ nord, 4°&#...

 

 

Nicole Melichar-MartinezMelichar di Kejuaraan Wimbledon 2019Kebangsaan Amerika SerikatTempat tinggalStuart, Florida, A.S.Lahir29 Juli 1993 (umur 30)Brno, Republik CekoTinggi181 cm (5 ft 11 in)Total hadiahUS$ 2,154,371TunggalRekor (M–K)140–137 (50.54%)Gelar0 WTA, 2 ITFPeringkat tertinggiNo. 400 (24 September 2012)GandaRekor (M–K)345–287 (54.59%)Gelar12 WTA, 1 WTA 125Peringkat tertinggiNo. 9 (17 Mei 2021)Peringkat saat iniNo. 17 (6 Maret 2023)Hasil terbaik di Gr...

 

 

American feminist and doctor (1832–1919) Mary Edwards WalkerWalker with her Medal of Honor, photographed by C. M. BellBorn(1832-11-26)November 26, 1832Oswego, New York, U.S.DiedFebruary 21, 1919(1919-02-21) (aged 86)Oswego, New York, U.S.Resting placeRural cemetery, OswegoEducationFalley Seminary (1850–1852)Syracuse Medical College (1853–1855)Hygeio-Therapeutic College (1862)OccupationSurgeonEmployerUnited States ArmyKnown forReceiving the Medal of Honor during the American Ci...

Cargo ship of the United States Navy History United States NameSchuyler Namesake Schuyler County, Illinois, Schuyler County, Missouri, and Schuyler County, New York Orderedas type (C1-M-AV1) hull, MC hull 2163[1] BuilderLeathem D. Smith Shipbuilding Company, Sturgeon Bay, Wisconsin Yard number329[1] Laid down27 May 1944 Launched26 October 1944 Sponsored byMiss Marilyn Hughes Acquired20 June 1945 Commissioned13 July 1945 Decommissioned27 March 1946 Stricken5 June 1946 Identific...

 

 

Sceaux 行政国 フランス地域圏 (Région) イル=ド=フランス地域圏県 (département) オー=ド=セーヌ県郡 (arrondissement) アントニー郡小郡 (canton) 小郡庁所在地INSEEコード 92071郵便番号 92330市長(任期) フィリップ・ローラン(2008年-2014年)自治体間連合 (fr) メトロポール・デュ・グラン・パリ人口動態人口 19,679人(2007年)人口密度 5466人/km2住民の呼称 Scéens地理座標 北緯48度4...

 

 

У этого термина существуют и другие значения, см. Европа (значения). Европа Спутник Изображение Европы в естественных цветах, снятое JunoCam КА «Юнона» Другие названия Юпитер II Открытие[1] Первооткрыватель Галилео Галилей Место открытия Падуанский университет, Италия...

Teatro romano di VeronaIl teatro romano in una fotografia scattata da Paolo Monti nel 1965CiviltàRomana UtilizzoTeatro per concerti e spettacoli EpocaI secolo a.C. LocalizzazioneStato Italia ComuneVerona ScaviArcheologoAndrea Monga AmministrazionePatrimonioCittà di Verona EnteSoprintendenza archeologia belle arti e paesaggio per le province di Verona, Rovigo e Vicenza VisitabileSi Sito webmuseoarcheologico.comune.verona.it/ Mappa di localizzazione Modifica dati su Wikidata · Manu...

 

 

这是马来族人名,“尤索夫”是父名,不是姓氏,提及此人时应以其自身的名“法迪拉”为主。 尊敬的拿督斯里哈芝法迪拉·尤索夫Fadillah bin Haji YusofSSAP DGSM PGBK 国会议员 副首相 第14任马来西亚副首相现任就任日期2022年12月3日与阿末扎希同时在任君主最高元首苏丹阿都拉陛下最高元首苏丹依布拉欣·依斯迈陛下首相安华·依布拉欣前任依斯迈沙比里 马来西亚能源转型与�...

 

 

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada April 2024. Katedral Santo Elias dan Santo Gregorius sang PencerahՍուրբ Եղիա – Սուրբ Գրիգոր Լուսաւորիչ եկեղեցիKatedral Santo Elias dan Santo Gregorius sang PencerahLokasiAlun-alun DebbasBeirutNegaraLebanonDenominasiGereja Katol...

 

 

此條目需要补充更多来源。 (2021年7月4日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:美国众议院 — 网页、新闻、书籍、学术、图像),以检查网络上是否存在该主题的更多可靠来源(判定指引)。 美國眾議院 United States House of Representatives第118届美国国会众议院徽章 众议院旗...

 

 

Go-MomozonoKaisar Jepang ke-118Go-MomozonoBerkuasa1771–1779PendahuluGo-SakuramachiPenerusKōkakuKelahiran5 Agustus 1758Kematian16 Desember 1779 (usia 21)PemakamanTsukinowa no misasagi (Kyoto) Kaisar Go-Momozono (後桃園天皇code: ja is deprecated , Go-Momozono-tennō, 5 Agustus 1758 – 16 Desember 1779) adalah kaisar Jepang ke-118 .[1] Genealogi Ia adalah putra sulung dari Kaisar Momozono. Catatan ^ Imperial Household Agency (Kunaichō): 後桃園天皇 (118) Diarsipkan 2017-09-...

Russian shipbuilding industry This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Shipbuilding in Russia – news · newspapers · books · scholar · JSTOR (September 2013) (Learn how and when to remove this message) Almaz Shipbuilding Company plant in Saint Petersburg Severnaya Verf in Saint Petersburg Shipbuilding is a developed ind...

 

 

Private college in Manila, Philippines Emilio Aguinaldo CollegeFormer namesMarian School of Midwifery (1957)Marian School of Nursing and Midwifery (1959)Marian Junior College (1973)General Emilio Aguinaldo College (1977)MottoVirtus, Excellentia, ServitumMotto in EnglishVirtue, Excellence, ServiceTypePrivateEstablished1957; 67 years ago (1957)[1]Academic affiliationsASAIHL,[2] PAPSCU[3]PresidentJose Paulo CamposStudents≈ 6,000Cavite Campus:...