სიერა-მორენა (ესპ. Sierra Morena) — მთები ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, მესეტის ზეგნის სამხრეთი კიდე. სიგრძე დაახლოებით 400 კილომეტრი, სიმაღლე 1322 მეტრამდე (მთა ბანიუელა).[1] უმთავრესად აგებულია კრისტალური ქანებით. წარმოადგენს პლატოსებრ წყალგამყოფს, რომლის სამხრეთი კალთა ციცაბოდ ეშვება გვადალკვივირის ხეობისაკენ და მისი შენაკადებით ღრმად არის დასერილი. შემოსილია მარადმწვანე ბუჩქნარითა და ფართოფოთლოვანი ტყით. მოიპოვება ტყვია, თუთია, პირიტი.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო