სერგეი ბუკოვსკი |
---|
მშობლიური სახელი |
Сергій Анатолійович Буковський |
---|
დაბადების თარიღი |
18 ივლისი, 1960 (1960-07-18) (64 წლის) ოქტიაბრსკი, ბაშკირეთის ასსრ |
---|
მოქალაქეობა |
სსრკ, უკრაინა |
---|
პროფესია |
დოკუმენტური კინო |
---|
საქმიანობა |
კინორეჟისორი, თეატრალური პედაგოგი |
---|
ჯილდოები |
უკრაინის სახალხო არტისტი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემია |
სერგეი ანატოლიევიჩ ბუკოვსკი (უკრ.: Сергій Анатолійович Буковський; დ. 18 ივლისი, 1960, ოქტიაბრსკი) ― უკრაინელი და საბჭოთა რეჟისორი, პედაგოგი, უკრაინის კინემატოგრაფთა ეროვნული კავშირის წევრი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1996[1]), უკრაინის სახალხო არტისტი (2008[2]), უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2004).
ბიოგრაფია
სერგეი ბუკოვსკი 1960 წლის 18 ივლისს ოქტიაბრსკიში დაიბადა. 1977-1982 წლებში კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა. 1982-1995 წლებში უკრაინის კინოქრონიკისა და დოკუმენტური კინოსტუდიის რეჟისორი იყო. 1998-2003 წლებში კიევის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კინოს კათედრაზე „დოკუმენტური კინოს რეჟისორის“ კურსს უძღვებოდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო