სენტ-ჯონზი (ინგლ. St. John's) — ქალაქი კანადაში. ქალაქი მდებარეობს ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის შტატში. სენტ-ჯონზი შტატის ადმინისტრაციული ცენტრია და მოსახლეობით პირველი ადგილი უკავია. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 100 646 ადამიანს, ქალაქს მე-20 ადგილი უკავია მოსახლეობის მიხედვით კანადაში, სენტ-ჯონზის აგლომერაციაში ცხოვრობს 151 322 ადამიანი. ქალაქში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 225,6 ადამიანს. სენტ-ჯონზის ფართობი შეადგენს 446,04 კმ²-ს. ქალაქი გაშენებულია ავალონის ნახევარკუნძულზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და, მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი მთელს ამ რეგიონში. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ კანადელები, ინგლისელები და ირლანდიელები. მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ინგლისურ ენაზე, ხოლო აღმსარებლობის მიხედვით სენტ-ჯონზის მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს სენტ-ჯონზის საერთაშორისო აეროპორტი. აქ მრავლადაა ისტორიული შენობები და ეკლესიები, მათგან აღსანიშნავია კაბოტის კოშკი. ქალაქის მერია დენისო ო'კიფი.
სენტ-ჯონზი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებული პუნქტია კანადაში, ქალაქი დაარსდა 1583 წლის 5 აგვისტოს ინგლისის დედოფლის ელისაბედ I-ის ბრძანებით, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა თავისი კოლონიური იმპერიის გაფართოება. მოგვიანებით ეს ტერიტორიები ახალი საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა. 1712 წლის უტრეხტის ზავით სენტ-ჯონზი და სრულად კუნძული კვლავ ინგლისს დაუბრუნდა. სენტ-ჯონზის ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი იანვარი და თებერვალი. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ის შეადგენს 1 513,7 მმ-ს.
დაძმობილებული ქალაქები
კლიმატი
წლიური ამინდი — St. John's
|
თვე
|
იან
|
თებ
|
მარ
|
აპრ
|
მაი
|
ივნ
|
ივლ
|
აგვ
|
სექ
|
ოქტ
|
ნოე
|
დეკ |
წელი
|
რეკორდ. მაღალი °C (°F)
|
15.2 (59)
|
16 (61)
|
18.3 (65)
|
24.1 (75)
|
25.6 (78)
|
29.4 (85)
|
31.5 (89)
|
31 (88)
|
29.5 (85)
|
24.6 (76)
|
19.4 (67)
|
16.1 (61) |
31,5 (89)
|
საშუალო მაღალი °C (°F)
|
-0.9 (30)
|
-1.5 (29)
|
1.2 (34)
|
5.2 (41)
|
10.7 (51)
|
15.9 (61)
|
20.3 (69)
|
19.9 (68)
|
15.9 (61)
|
10.5 (51)
|
5.9 (43)
|
1.2 (34) |
8,7 (48)
|
საშუალო დღიური °C (°F)
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საშუალო დაბალი °C (°F)
|
-8.6 (17)
|
-9.3 (15)
|
-6.2 (21)
|
-2 (28)
|
1.5 (35)
|
5.9 (43)
|
10.5 (51)
|
11.1 (52)
|
7.7 (46)
|
3.3 (38)
|
-0.7 (31)
|
-5.5 (22) |
0,6 (33)
|
რეკორდ. დაბალი °C (°F)
|
-23.3 (-10)
|
-23.8 (-11)
|
-23.8 (-11)
|
-14.8 (5)
|
-6.7 (20)
|
-3.3 (26)
|
-1.1 (30)
|
0.5 (33)
|
-1.1 (30)
|
-5.6 (22)
|
-13.4 (8)
|
-19.7 (-3) |
−23,8 (−11)
|
ნალექი მმ (დუიმი)
|
150 (5.9)
|
125.2 (4.9)
|
130.8 (5.1)
|
121.8 (4.8)
|
100.9 (4)
|
101.9 (4)
|
89.4 (3.5)
|
108.1 (4.3)
|
130.9 (5.2)
|
161.9 (6.4)
|
144 (5.7)
|
148.8 (5.9) |
1 513,7 (59,6)
|
წყარო: Environment Canada[1] 2009-12-22
|
Source #2: Environment Canada[2] 2009-12-22
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო