სენ-ჟან-დ’აკრი (ფრანგ. Saint Jean d'Acre), აკრა[1] (ფრანგ. Acre) ან პტოლემაია — ანტიკური და შუა საუკუნეების ქალაქი თანამედროვე ისრაელში, დღევანდელი აკო.
ისტორია
ქალაქი ეგვიპტის მმართველმა, პტოლემე II-მ დაიპყრო და პტოლემაია უწოდა. ეს სახელი ერქვა მას ლათინთა დაპყრობებამდე (ჯვაროსნული ლაშქრობები). 1104 წელს პტოლემაია ჯვაროსნებმა აიღეს. იგი იერუსალიმის სამეფოს მთავარი პორტი გახდა. აქ მოღვაწეობდა ბევრი გენუელი ვაჭარი. იოანიტების ორდენმა (ფრანგულად — წმინდა ჟანის ორდენმა) პტოლემაიას სენ-ჟან-დ’აკრი უწოდა. 1187 წელს სალადინმა დაიპყრო. 1191 წელს, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს რიჩარდ ლომგულმა დაიბრუნა. 1291 წელს ალ-აშრაფ ხალილმა აიღო აკრა და საბოლოოდ განდევნა ჯვაროსნები წმინდა მიწიდან.[2][3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო