საჰელის რეგიონი (ფრანგ. Sahel) — რეგიონი ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დორი.
- ფართობი — 35 350 კმ², მოსახლეობა — 969 881 ადამიანი (2006 წელი).
გეოგრაფია
რეგიონს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება აღმოსავლეთი რეგიონი, სამხრეთით ჩრდილო-ცენტრალური რეგიონი, სამხრეთ-დასავლეთით ჩრდილოეთი რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთით მალი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიგერი.
რეგიონის ტერიტორია მდებარეობს საჰელის ზონაში, ცხელი ტროპიკული კლიმატით და იშვიათი ნალექებით. რეგიონის ლანდშაფტი შედგება იშვიათი მცენარეულობის მშრალი სავანებისგან, ხოლო მის უკიდურეს ჩრდილოეთში ის გადადის ნახევრადუდაბნოებში. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შესულია საჰელის ბუნების დამცავ რეზერვატში.
მოსახლეობა
რეგიონში ცხოვრობენ ტუარეგები, ფულბე და ბელა.
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 4 პროვინციად, რომლებიც თავის მხრივ 26 დეპარტამენტისგან შედგება:
ეკონომიკა
ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, უპირატესად მესაქონლეობა. ტუარეგები ასევე ცნობილები არიან განთქმული ხელსაქმეობით.
სქოლიო