სახეცვლილი ნახშირბადი (ინგლ. Altered Carbon) — ინგლისელი მწერლის, რიჩარდ მორგანის, კიბერპანკის ჟანრის რომანი, გამოქვეყნდა 2002 წელს. მოქმედება მიმდინარეობს მომავალში, როცა კაცობრიობას უკვე განვითარებული აქვს ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობა, სიკვდილი კი დაძლეულია, ადამიანთა გონებას პორტატულ მოწყობილობაზე ინახავენ და ფიზიკური გარსის განადგურების შემთხვევაში მისი ჩამოტვირთვა ახალ სხეულშია შესაძლებელი. რომანი მოგვითხრობს გამომძიებელი ტაკეში კოვაჩის, გაეროს ყოფილი ჯარისკაცის, შესახებ რომელიც მდიდარი მამაკაცის სიკვდილს იძიებს.
წიგნის მიხედვით 2018 წელს ნეტფლიქსმა სატელევიზიო სერიალი გადაიღო.[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო