სახელმწიფო ბანკის შენობა (რუს.Здание Государственного банка) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1915 წელს არქიტექტორ მარიან პერეტიაკოვიჩის პროექტის მიხედვით. თავდაპირველად შენობაში განთავსებული იყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ბანკის კანტორა. ამჟამად შენობაში განთავსებულია ცენტრობანკი. შენობა აგებულია ნეოკლასიციზმის სტილში[1] და გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].
ისტორია
XX საუკუნის დასაწყისში სახელმწიფო ბანკის შენობა განთავსებული იყო დიდი სადოვაიისა და საშუალო (ამჟამად სოკოლოვის) პროსპექტის კუთხეში. ბანკს არ ჰყოფნიდა ფართობი და იძულებული იყო ექირავებინა დამატებითი სათავსოები. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ ახალი შენობა სპეციალურად ბანკისათვის[3].
სახელმწიფო ბანკის შენობის პროექტი არქიტექტორმა მარიან პერეტიაკოვიჩმა ჯერ კიდევ 1910 წელს შეიმუშავა. თავდაპირველად ხარჯთაღრიცვას და ნახაზების შედგენას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ს. პოპოლინი, მაგრამ ნელი სამუშაოებისათვის იგი მალევე დაითხოვეს. არქიტექტორმა მარიან პერეტიაკოვიჩმა თავის თანაშემწედ აირჩია როსტოვის სამოქალაქო ინჟინერი პ. ტარაჩკოვი. ტექნიკოს-კონსულტანტი იყო ა. ბუტკოვი[4].
1912 წლის სექტემბერში მარიან პერეტიაკოვიჩი ჩავიდა დონის როსტოვში რათა პირადად ეხელმძღვანელა სამშენებლო სამუშაოებისათვის. ამ პერიოდში ბანკის ძველი შენობა უკვე დანგრეული იყო[4]. მშენებლობის დაწყება დაიგეგმა გვიანი შემოდგომისთვის, მაგრამ ძლიერი ყინვების გამო გადაიტანეს 1913 წლის გაზაფხულისათვის. საზეიმო საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1913 წლის 28 აპრილს. სახელმწიფო ბანკის მშენებლობა ასრულდა 1915 წელს[5]. ბანკის მთავარი ფასადი გადიოდა ახალი ბაზრის მოედანზე (ამჟამად საბჭოს მოედანი).
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია[6]. 1920 წელს პერეტიაკოვიჩის პროექტს დააშენეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ფრთა, სადაც განათავსეს მოსამსახურე პერსონალის საცხოვრებელი. სახელმწიფო ბანკის შენობა ერთადერთი ნაგებობა აღმოჩნდა საბჭოს მოედანზე, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებს[7].
1950-იან წლებში შენობის ფასადზე განთავსებული ორთავიანი არწივი შეცვალეს სსრკ-ის გერბით[7]. 1994 წელს მიმდინარეობდა ფასადის სარემონტო სამუშაოები[8], რომლის დროსაც შენობის ატიკზე აღადგინეს თავდაპირველი ჰერალდიკური ნიშანი, ორთავიანი არწივი[7] და წარწერა „КОНТОРА ГОСУДАРСТВЕННАГО БАНКА“.
არქიტექტურა
სამსართულიან შენობას დაგეგმარებაში გააჩნია ასო П-ს ფორმის კონფიგურაცია და წარმოადგენს საბჭოს მოედნის არქიტექტურულ დომინანტს[7]. ცოკოლი და პირველი სართული რუსტირებულია. მეორე და მესამე თაბაშირით შელესილი.
სახელმწიფო ბანკის შენობა სრულდება ორმაგი გუმბათით, რომელიც დააპროექტა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენნებლო უნივერსიტეტის ინჟინერმა პ. დმიტრიევმა[8].
↑Швецов С. Д. На высоком донском берегу: Очерки из прошлого Ростова. — Ростов, 1982. — С. 72—74.
↑ 4.04.1Волошинова Л. Ф. Творения московских и петербургских зодчих в Ростове-на-Дону. — Ростов-на-Дону: «Новая книга», 2002. — С. 53—62. — ISBN 5-86692-216-9.
↑ 8.08.1Кукушин B. C. Русский классицизм // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.