საბჭოთა პერიოდში და 2005 წლამდე მოედანს ერქვა სკობა, რადგან მის ახლოს მდებარეობდა სახლი რომელსაც ჰქონდა ზანდუკის (რუს.Скоба) ფორმა. იგი მდებარეობდა მინინისა და პოჟარსკის ძეგლის პირდაპირ[1]. სახელწოდება უფრო სახალხო იყო, ვიდრე ოფიციალური. უძველესი წარმომავლობის მქონე ნიჟნი-ნოვგოროდელები (გორკელები), მას ისევ სკობას უწოდებენ.
2005 წლის დეკემბერში ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილებით მოედანს ოფიციალურად უწოდეს სახალხო ერთობის მოედანი. იგი მიიღეს დეპუტატთა კენჭისყრის შედეგად. სხვა ვარიანტები იყო „მოწოდების მოედანი“, „ივანოვსკის მოედანი“ და „საეკლესიო მოედანი“[2][3].
მოედნის სახელწოდება მჭიდროდაა დაკავშირებული სახალხო ერთობის მოედანთან, რომელიც აღინიშნება 4 ნოემბერს 2005 წლიდან.
მოედანი მთავარ როლს თამაშობდა არეულობის ხანაში. მოსკოვი დაკავებული ჰქონდათ პოლონელებს, მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე იდგა პოლონურ-ლიტვური გარნიზონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე გონსევსკი. ამ მდგომარეობით კმაყოფილი არავინ იყო. ქალაქის მოსახლეობა დაზარალდა პოლონელი დამპყრობლებისაგან. ქალაქის მამასახლისმა კუზმა მინინმა, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს 1611 წლის სექტემბრის დასაწყისში, დაიწყო მოსახლეობაში მოწოდების გავრცელება განმათავისუფლებელი მოძრაობისაკენ. ამ საქმეში მას მხარი დაუჭირა ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის საბჭომ, თავადებმა, სასულიერო საზოგადოებამ და მოსახლეობამ. მისი სიტყვის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება მოეწვიათ ნიჟნი-ნოვგოროდელების კრება. ქალაქელებმა თავდაპირველად ლოცვა აღავლინეს ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ტერიტორიაზე არსებულ ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ფერისცვალების ტაძარში. ამის შემდეგ მინინმა, ჯერ კიდევ ხის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის კარიბჭიდან მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა პოლონელი ინტერვენტების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. მოსახლეობა მამასახლისის სიტყვას დაეთანხმა[4].
ფინანსების შეგროვების შემდეგ დაისვა საკითხი სახალხო ლაშქრობის მთავარსარდლის შერჩევის შესახებ. მცირე დარწმუნების პროცესისი შემდეგ ასეთ ადამიანად შეარჩიეს თავადი დიმიტრი პოჟარსკი, მისი ხელმძღვანლობით ლაშქრობა წამოიწყეს მოსკოვზე, რათა იგი გაეთავისუფლებინათ პოლონელებისაგან.
ქვემო ნაკვეთი
XIX საუკუნეში მოედანს შეარქვეს სახელწოდება „Миллиошка“, რადგან მის ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ მაწანწალებისა და ლოთების დიდი ოდენობა. აქვე მდებარეობდა ვაჭარ ბუგროვის ღამის გასათენებელი სახლი.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ხის ეკლესია აგურის ეკლესიად გადააკეთეს 1839 წელს. მის გარშემო გახსნეს ხის სავაჭრო დუქნები. შემდეგ ეკლესიას მიაშენეს ალექსანდრე ნეველის სახელობის სამლოცველო, რომელსაც დააშენეს სამრეკლოც.
ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლისივანოვსკის კოშკი1786 წლიდან 1788 წლამდე გამოიყენებოდა, როგორც ციხე. შემდეგ მასში 1887 წლამდე განათავსეს პოლიციის დანაყოფი და სახანძრო ნაწილი. 1896 წელს მოედანზე გაიხსნა კრემლის ფუნიკულიორის სადგური სრულიად რუსული გამოფენის ფარგლებში[5].
სკობა
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოედნის სახე კვლავ შეიცვალა. 1937 წელს დახურეს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, ხოლო მისი წინამძღვარი დახვრიტეს. ამავე დროს ეკლესია გადააკეთეს „სამოქალაქო სახით“ და ნაწილობრივ გამოიყენებდნენ, როგორც კომუნალურ საცხოვრებელს. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო და საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში გადაეცა მოტოციკლეტისტთა სკოლას[6]. ასევე საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს სასტუმრო ეზო იმისათვის, რომ იქ სავაჭრო დაწესებულებები გაეხსნათ. როჟდესტვენსკის ქუჩას, რომელიც იწყებოდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიიდან, უწოდეს კოოპერატიული ქუჩა, ხოლო შემდეგ მაიაკოვსკის ქუჩა. 1924 წელს დაიწყეს ტრამვაის ხაზის მშენებლობა, რის გამოც 1927 წელს დახურეს კრემლის ელევატორი[5]. ასევე დაიხურა ღამის გასათევი სახლიც. მის ადგილზე ააგეს გორკის სახლი, რომელშიც ახლა განლაგებულია ბიზნეს-ცენტრი[7][8]. 1950-იან წლებში დაანგრიეს აქ მდებარე ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია, რომელიც აღადგინეს ახალ ფორმაში 2011 წელს[9].