სანტა-მარია-სოპრა-მინერვა (იტალ. Santa Maria sopra Minerva, წმინდა მარიამი მინერვაზე) — გოთიკურ სტილში ნაგები ერთადერთი ეკლესია რომში, იტალიაში. მდებარეობს პანთეონის სიახლოვეს მინერვას ანტიკური ტაძრის ადგილას. ნაკლებადშესამჩნევი ფასადის შიგნით იმალება რომის დომინიკანური ტაძრის ვრცელი და მდიდრული ინტერიერი, რომელიც მეტწილად XIX საუკუნეში ჩატარებული განახლების შედეგია.