ქალაქი 1800 წელს დაარსდა და იმ დროისთვის წარმოადგენდა მეთევზეთა საზოგადოებას, მუნიციპალიტეტის სტატუსი 1931 წელს მიიღო.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს რომის ბრენდის „Havana Club“-ის საწარმო. მრეწველობის სხვა დარგებს შორისაა ენერგის წარმოება, ნავთობმოპოვება და მეთევზეობა.
დემოგრაფია
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 32 576 ადამიანს შეადგენდა.[1] 376 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 86,6 ადამიანი კმ²-ზე.[2]