სან-ფელიპეს მუნიციპალიტეტი (ესპ. Municipio de San Felipe) ― მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ქვემო კალიფორნიის შტატში, მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. შეიქმნა 2022 წლის 1-ელ იანვარს.[1] მდებარეობს შტატის დედაქალაქ მეხიკალიდან 190 კმ-ით სამხრეთით. მუნიციპალიტეტი კალიფორნიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გაშლილი. ჩრდილოეთიდან მეხიკალის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთიდან ― ენსენადის მუნიციპალიტეტი, დასავლეთიდან და სამხრეთიდან ― სან-კინტინის მუნიციპალიტეტი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― კალიფორნიის ყურე. მუნიციპალიტეტი მოიცავს ყურეში მდებარე მრავალ კუნძულს, მათ შორის: როკა-კონსაგს, კოლორადიტოს, ელ-მუერტოს, ენკანტადასა და სან-ლუისს.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო