სან-პედრო-დე-ლა-როკის ციხესიმაგრე (ესპ. Castillo de San Pedro de la Roca) — XVII საუკუნის სათავდაცვო ნაგებობა კუბაში. აგებულია ქალაქ სანტიაგო-დე-კუბის დასაცავად. 1997 წელს იუნესკომ ციხესიმაგრე გამოაცხადა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.
ციხესიმაგრის პროექტი შეიქმნა 1637 წელს, მილანელი სამხედრო ინჟინერიის სკოლის წარმომადგენლის ჯიოვანი ბატისტა ანტონელის მიერ, ქალაქის გუბერნატორ პედრო დე ლა როკა-ი-ბორხას ბრძანებით, რათა ქალაქი დაეცვათ მეკობრეებისაგან. მშენებლობა დაიწყო 1638 წელს და გრძელდებოდა 42 წელიწადი, 1670 წლამდე.
ამჟამად მუზეუმში განთავსებულია მეკობრეთა მუზეუმი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა