სან-პაულუს მეტროპოლიტენი (პორტ. Metropolitano de São Paulo или просто Metrô) — მეტროპოლიტენის სისტემა ქ. სან-პაულუში. წარმოადგენს პირველ და უმსხვილეს მეტროპოლიტენს ბრაზილიაში, აგრეთვე ყველაზე დიდი დატვირთვის მეტროპოლიტენს სამხ. ამერიკაში. გაიხსნა 1974 წ.-ს. ხაზთა სიგრძეა 61,3 კმ.. მეტროპოლიტენი შედგება 4 ხაზისა და 55 სადგურისაგან. დღიური მგზავრთა რაოდენობა 3 200 000 ადამიანია (2008 წ.-ის მონაცემებით). ხაზთა განსხვავება ხდება ნომრებისა და ფერების მიხედვით: ხაზი 1 - ცისფერი, ხაზი 2 - მწვანე, ხაზი 3 - წითელი და ხაზი 5 - ლილისფერი. ხაზი 5 ქალაქის სამხ.-დას. ნაწილშია და არ უკავშირდება, დანარჩენ 3 ხაზს. ხაზი 4 - ყვითელი, ამჟამად მშენებლობის პროცესშია და მისი გახსნა იგეგმება 2010 წლისთვის.
მეტროს სამუშაო გრაფიკი - დილის 4:40-დან შუაღამემდე.
ისტორია
დიდი ხნის განმავლობაში, სან-პაულუში, ისევე როგორც, სრულიად ბრაზილიაში, მეტროპოლიტენს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ძირითადი ძალისხმევა იხარჯებოდა ავტოტრანსპორტის განვითარებისათვის. მეტროს მშენებლობა სან-პაულუში დაიწყო 1968 წლის დეკემბერში, ხაზით Norte-Sul (ჩრ.-სამხ.), მოგვიანებით ხაზი 1 - ცისფერი. პირველი მატარებელი, მარშრუტით ჟაბაკუარა - საუდი, გავიდა 1972 წ.-ს. კომერციული ექსპლუატაცია კი დაიწყო 1975 წ.-ს.