სან-ნიკოლას-დე-ლოს-გარსა (ესპ. San Nicolás de los Garza) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში, ნუევო-ლეონის შტატში, მონტერეის მეტროპოლიურ არეალში. წარმოადგენს შტატის სიდიდით მესამე ქალაქს მონტერეისა და გვადალუპეს შემდეგ.
ქალაქში ფუნქციონირებს ნუევო-ლეონის ავტონომიური უნივერსიტეტი (Universidad Autónoma de Nuevo León) — მექსიკასა და მთელს ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჯარო სკოლა.
მიუხედავად იმისა, რომ სან-ნიკოლასის მოსახლეობა (476 761) მონტერეისას ჩამოუვარდება, მას სიმჭიდროვით სჭარბობს.
ქალაქი 1597 წლის 5 თებერვალს დაარსდა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ↑ http://www.geopostcodes.com/San_Nicolas_de_los_Garza