სან-იგნასიო-მინი (ესპ. San Ignacio Miní) — იეზუიტების მისია არგენტინაში, მისიონესის პროვინციაში. დაარსდა 1632 წელს ესპანელების მიერ ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში. იგი იმ 30 მისიიდან ერთ-ერთია, რომლებიც დააარსეს იეზუიტებმა არგენტინაში, ბრაზილიასა და პარაგვაიში. შენობათა აგების სტილი ცნობილია გუარანის ბაროკოს სახელით.
1984 წელს, კიდევ ოთხ, არგენტინასა და ბრაზილიაში მდებარე მისიასთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში