სამხრეთი ალპები, ახალი ზელანდიის ალპები (ინგლ. Southern Alps) — ქედი ახალ ზელანდიაში. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ თითქმის მთელ სამხრეთ კუნძულზე. მაქსიმალური სიმაღლე 3764 მ (კუკის მთა). უმთავრესად აგებულია კრისტალური ფილებით. არის მყინვარები. დასავლეთ კალთაზე მარადმწვანე ტყეებია, აღმოსავლეთ კალთაზე — გვალვაგამძლე ბუჩქნარი და ბალახეულობა.
რესურსები ინტერნეტში