სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭო, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო — სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო საქართველოს სსრ-ის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ სპეციალურ იურიდიულ აქტს წარმოადგენდა კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით 1980 წელს. ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, რომელიც 140 დეპუტატისაგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგოც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრეთო ოსეთის ავტონომიურ ოლქში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძელზე. სამხრეთ ოსეთის ავტონომმიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ვადა ორნახევარ წელს შეადგენდა.[1]
I მოწვევა
1939 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა არჩევნები.[2]
1940 წლის 7 იანვარს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების I მოწვევის საოლქო საბჭოს პირველი სესია.[3]
1940 წლის 12 ივლისს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების I მოწვევის საოლქო საბჭოს მეორე სესია.[4]
1940 წლის 28 ივლისს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების I მოწვევის საოლქო საბჭოს მესამე (საიუბილეო) სესია.[5]
1941 წლის 7-8 მარტს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების I მოწვევის საოლქო საბჭოს მეოთხე სესია.[6]
1941 წლის 28-29 აპრილს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების I მოწვევის საოლქო საბჭოს მეხუთე სესია.[7][8]
II მოწვევა
1948 წლის 23-24 იანვარს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების II მოწვევის საოლქო საბჭოს პირველი სესია.[9]
1950 წლის იანვარს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს მერვე სესია.[10]
III მოწვევა
1950 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები.[11]
1950 წლის 27(?) დეკემბერს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების III მოწვევის საოლქო საბჭოს პირველი სესია.[12]
1951 წლის იანვარს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს მეორე სესია.[13]
1952 წლის იანვარს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს მეოთხე სესია.[14]
IV მოწვევა
1953 წლის 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის აო-ში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები.[15]
1953 წლის 13(?) მარტს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა დეპუტატების IV მოწვევის საოლქო საბჭოს პირველი სესია.[16]
VI მოწვევა
1965 წლის 19 იანვარს ჩატარდა მეცხრე სესია.[17]
VII მოწვევა
1966 წლის 18 იანვარს ჩატარდა მეოთხე სესია.[18]
1969 წლის 10 იანვარს[19] გაიმართა მეშვიდე სესია.[20]
1969 წლის 6 მარტს გაიმართა მერვე სესია.[21]
XV მოწვევა
1975 წლის 26 ივნისს გაიმართა სამხრეთ ოსეთის აო-ის XV მოწვევის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს პირველი სესია. სესიამ აირჩია სამხრეთ ოსეთის აო-ს მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომი, რომლის თავჯდომარედ არჩეულ იქნა დეპუტატი გ. მარდანოვი; მოადგილეებად: დეპუტატი თ. კაბულოვა და დეპუტატი თ. ინასარიძე, მდივნად — დეპუტატი ი. კოკოევი. სესიაზე დაამტკიცეს სამხრეთ ოსეთის საოლქო აღმასკომის განყოფილებათა გამგეები, საგეგმო კომისიისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. შეიქმნა მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს 12 მუდმივი კომისია.[22]
XVII მოწვევა
1980 წლის 24 თებერვალს გაიმართა ადგილობრივი არჩევნები.
1980 წლის 21 მარტს გაიმართა სამხრეთ ოსეთის XVII მოწვევის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს პირველი სესია.[23]
XVIII მოწვევა
1982 წლის 7(?) ივლისს გაიმართა სამხრეთ ოსეთის XVIII მოწვევის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს პირველი სესია.[24]
XX მოწვევა
1990 წლის 19 ივნისიდან 10 აგვისტომდე გაიმართა სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს XX მოწვევის მეცამეტე სესია. სესიამ მოისმინა 1989 წლის 23 ნოემბრიდან მოყოლებული ოლქში შექმნილი ექსტერმალური ვითარების შემსწავლელი საოლქო საბჭოს აღმასკომის მიერ შექმნილი კომისიის ანგარიში.[25] სესიაზე წარმოდგენილ იქნა დეკლარაცია „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“, რომელიც ერთგვარი გამოძახილი იყო ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისა.[26]
1990 წლის 20 სექტემბერს ცხინვალში გაიმართა სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს სესია. სესიას 137 დეპუტატიდან არ ესწრებოდა ქართული ფრაქციის 95 დეპუტატი. არშემდგარმა სესიამ მაინც მიიღო დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის აო-ს საქართველოს სსრ-დან გამოყოფის თაობაზე და ცალკე დამოუკიდებელ მე-16 მოკავშირე რესპუბლიკად გახდომის თაობაზე. 21 სექტემბერს აღნიშნული დეკლარაცია დაგმობილ და ბათილად იქნა გამოცხადებული საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ.[27][28]
ლიკვიდაცია
1990 წლის 9 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარდა „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რასაც 11 დეკემბერს მოჰყვა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსაგან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს — აღმასრულებელი კომიტეტისა და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოების გაუქმება-ლიკვიდაცია.[29][30].
სქოლიო
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, , 1981. — გვ. 337.
- ↑ კომუნისტი
- ↑ Южная Осетия. Год за годом (1940 г.)
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №160 (5861), 13 ივლისი, 1940
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №174 (5875), 30 ივლისი, 1940
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №58 (6063), 11 მარტი, 1941
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №100 (6105), 29 აპრილი, 1941
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №101 (6106), 30 აპრილი, 1941
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №20 (8064), 28 იანვარი, 1948
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №9 (8569), 12 იანვარი, 1950
- ↑ გაზ. კომუნისტი
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №291 (8851), 28 დეკემბერი, 1950
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №107 (8961), 9 მაისი, 1951
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №4 (9164), 5 იანვარი, 1952
- ↑ კომუნისტი
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №62 (9530), 14 მარტი, 1953
- ↑ Южная Осетия. Год за годом (1965 г.)
- ↑ Южная Осетия. Год за годом (1966 г.)
- ↑ Южная Осетия. Год за годом (1969 г.)
- ↑ გაზ. კომუნისტი
- ↑ Южная Осетия. Год за годом (1969 г.)
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №150 (16276), 27 ივნისი, 1975
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №69 (17712), 23 მარტი, 1980
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №158 (18400), 8 ივლისი, 1982
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №185 (20931), 12 აგვისტო, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა ოსეთი“, 14 აგვისტო, 1990
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №218-219 (20965), 23 სექტემბერი, 1930
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N9 (602), გვ. , თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
- ↑ საქართველოს რესპუბლიკის კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ
- ↑ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, N12 (605), გვ. 9-11, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023