XX საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ II-მ შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოასახლა ზაპოროჟიელი ურჩი კაზაკები, რომლებმაც ახალ დასახლებას სეჩენოვკა უწოდეს. 1921 წლის შემდეგ აქ ჩამოსახლდნენ ზემო მაჩხაანისა და მირზაანის მაცხოვრებლები. ამ სოფელს გასაბჭოებულ საქართველოში რევოლუციონერ ა. ჯაფარიძის (ახლანდელი სამრეკლო) სახელი ეწოდა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1786 ადამიანი.