სამეფო წყალი — აზოტმჟავასა და ქლორწყალბადმჟავას ნარევი, მოლური თანაფარდობით შესაბამისად 1:3-თან. არის მოყვითლო-ფორთოხლისფერი (ზოგჯერ წითელი) მბოლავი სითხე. სახელი ეწოდა ალქიმიკოსების მიერ, რადგან მასში იხსნებიან კეთილშობილი ლითონები, როგორებიცაა ოქრო და პლატინა, მაგრამ არა ყველა ლითონი. მისი საშუალებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის ოქროს (99,999% სისუფთავით) მიღება.
მიღება და დაშლა
კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავას და კონცენტრირებულ აზოტმჟავას შერევისთანავე იწყება ქიმიური რეაქციები. შედეგად კი წარმოიქმნება არასტაბილური პროდუქტები, ნიტროზილის ქლორიდი[2] და ქლორის აირი. ამ არასტაბილური პროდუქტების ხსნარიდან გამოდევნის შედეგად, სამეფო წყალი კარგავს თავის თვისებებს.
შემდგომში ნიტროზილის ქლორიდი იშლება აზოტის მონოქსიდისა და ქლორის გამოყოფით. ვინაიდან რეაქცია არ არის შექცევადი ტიპის, ამიტომაც ნიტროზილქლორიდისა და ქლორის გარდა, ხსნარი შეიცავს აზოტის ოქსიდსაც.
სამეფო წყალში იხსნება ოქრო, თუმცა ხსნარის შემადგენელი ვერცერთი მჟავა ვერ გახსნის მას მარტო, რადგან, ამ კომბინაციაში, თითოეული მათგანი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას. აზოტმჟავა ძლიერი მჟვაა, რომელიც აყალიბებს ოქროს ანიონებს (Au3+). ქლორწყალბადმჟავა წარმოქმნის ქლორის ანიონებს, რომლებიც ურთიერთქმედებს ოქროს იონებთან და აფორმირებს ოქროს ტერტაქლორიდის ანიონს (AuCl4−). რეაქციები მიმდინარეობს შემდეგნაირად:
თუ სამეფო წყალი მხოლოდ ოქროს შეიცავს, მისგან შეიძლება ოქროს მჟავას მიღება ხსნარის ამოშრობით, ხოლო ოქროს მიღების საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა:გოგირდის დიოქსიდი, ჰიდრაზინი, მჟაუნმჟავა და სხვა.[3] მოყვანილია გოგირდის დიოქსიდის მაგალითი: