რაიდი დადიოდა Portola Junior High (ახლა Portola Middle School) და Birmingham High School-ში, მან სტიპენდიით დაამთავრა კერძო Westlake School for Girls ლოს ანჯელესში.[3] მეცნიერებით გატაცების გარდა, იგი წარმატებით თამაშობდა ჩოგბურთს ქვეყნის მასშტაბით. მან სწავლა დროებით შეაჩერა, რათა მოესინჯა საკუთარი ძალები პროფესიონალურ ჩოგბურთში.[4] რაიდი სამი სემესტრის განმავლობაში დადიოდა Swarthmore College-ში, University of California, Los Angeles უნივერსიტეტში ესწრებოდა ფიზიკის ლექციებს, მესამე კურსზე შევიდა სტენფორდის უნივერსიტეტში და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ინგლისურსა და ფიზიკაში. სტენფორდშივე მიენიჭა მაგისტრის ხარისხი 1975 წელს და დოქტორის ხარისხი 1978 წელს, ამავდროულად იკვლევდა რენტგენული გამოსხივებისა და ვარსკვლავთშორისი სივრცის ურთიერთქმედებას.[5] მისი კონკრეტული საკვლევი სფეროები იყო ასტროფიზიკა და ლაზერი თავისუფალ ელექტრონებზე.[6]
კარიერა ნასაში
რაიდი 1978 წელს შეარჩიეს NASA Astronaut Group 8-ის ასტრონავტად — პირველი ჯგუფის, რომლის შემადგენლობაშიც იყო ქალი. მან სტენფორდის უნივერსიტეტის გაზეთში ნახა განცხადება, შეავსო და 8000 აპლიკანტიდან 35 ადამიანში მოხვდა.[7]
პირველ კოსმოსურ გაფრენამდე იგი მედიის ყურადღების ობიექტი გახდა გენდერის გამო. პრესკონფერენციაზე უსვამდნენ კითხვებს, მაგ.: „იმოქმედებს თუ არა ფრენა თქვენს რეპროდუქციაზე?“ ან „ტირით ხოლმე, როცა საქმე ცუდად მიდის?“, რაზეც მისი პასუხი იყო: „რიკს რატომ არავინ უსვამს მსგავს შეკითხვებს?“.[8][9]
პირადი ცხოვრება და გარდაცვალება
რაიდი თავს იკავებდა თავისი პირადი ცხოვრების გამჟღავნებისგან. 1982 წელს იგი დაქორწინდა ნასას ასტრონავტ სტივ ჰოულიზე. განქორწინდნენ 1987-ში.[10]
მისი გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდა, რომ ბოლო 27 წლის მანძილზე მისი პარტნიორი იყო ტამ ო’შონესი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის ემერიტა-პროფესორი და მისი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ჩოგბურთის თამაშისას გაიცნო.[11][12] ო’შონესი მეცნიერებაზე წერდა. იგი ასევე არის Sally Ride Science-ის თანადამფუძნებელი.[13][14] მათ ერთად დაწერეს ბავშვებისთვის ექვსი სამეცნიერო წიგნი, რომელთ დიდი მოწონება დაიმსახურა.[15]
↑Kennedy Space Center FAQ. NASA/Kennedy Space Center External Relations and Business Development Directorate. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 5, 2012. ციტირების თარიღი: თებერვალი 25, 2021.
↑Garcia, Guy D.; Thigpen, David E. (June 8, 1987). „People: June 8, 1987“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 27, 2012. ციტირების თარიღი: July 27, 2012.
↑Books. Sally Ride Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 16, 2013. ციტირების თარიღი: December 26, 2012. Mission: Planet Earth is two books, making the total five.