საიდუმლო მასალები (სეზონი 6) |
---|
DVD-ის გამოცემა |
მონაწილეობენ |
|
---|
ქვეყანა |
აშშ |
---|
ეპიზოდი |
22 |
---|
ეთერი |
---|
ორიგინალური არხი |
Fox |
---|
ეთერში |
8 ნოემბერი, 1998 (1998-11-08) – 16 მაისი, 1999 (1999-05-16) |
---|
სეზონების ქრონოლოგია |
---|
|
ეპიზოდების სია |
სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ მეექვსე სეზონი აშშ-ში, Fox-ის ეთერში 1998 წლის 8 ნოემბერს გავიდა და დასრულდა 1999 წლის 16 მაისს, 22 ეპიზოდის შემდეგ. სეზონი პირდაპირ აგრძელებს 1998 წლის მხატვრულ ფილმ „საიდუმლო მასალების“ მოვლენებს.
ეს არის სერიალის პირველი სეზონი, გადაღებული ლოს-ანჯელესში. ეს გადაწყვეტილება მიიღეს დევიდ დუხოვნის (ფოქს მალდერი) თხოვნით, ვინაიდან მას სურდა მეუღლესთან, ტეა ლეონისთან ახლოს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ გადასაღები ადგილის გადატანას ეწინააღმდეგებოდა სცენარისტი კრის კარტერი, რეჟისორი კიმ მენერსი და ჯილიან ანდერსონი (დანა სკალი) დუხოვნის თხოვნას მხარს უჭერდნენ. სეზონში გამოჩნდნენ პერსონაჟები დაიანა ფაული (მიმი როჯერსი) და ჯეფრი სპენდერი (კრის ოუენსი), რომლებიც შემდგომში სერიალში თავი დაიმკვიდრეს.
მიუხედავად თავდაპირველად მაყურებლის დიდი რაოდენობისა, წინა სეზონთან შედარებით ახლის ჩვენებისას მათ რაოდენობამ იკლო და ასე გაგრძელდა მეცხრე სეზონის ჩათვლით. თავად სეზონმა მრავალფეროვანი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსების და მოყვარულების ნაწილმა იგი არ მიიღო, ვინაიდან ლოს-ანჯელესში გადაღებების გადატანას მოჰყვა ზოგადი განწყობის შეცვლა. განსხვავებით უკვე ტრადიციად ქცეული „კვირის მონსტრის“ ტიპის ეპიზოდებისგან, ახლებში შეიმჩნევა ბევრი იუმორი, რომანტიკა ან ორივე ერთად.
ეპიზოდები
ეპიზოდები, აღნიშნული ორმაგი ჯვრით (), წარმოადგენენ სერიალის მითოლოგიის ნაწილს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო