სავო კლიმოვსკი (მაკედ. Саво Климовски, დ. 13 ივნისი, 1947, სკოპიე) — მაკედონელი პოლიტიკოსი, იურისტი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე (1998-2000 წწ.) და ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (1999 წ.).
ბიოგრაფია
სავო კლიმოვსკიმ მაგისრის სამეცნიერო ხარისხით 1974 წელს დაამთავრა სკოპიეს უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1978 წელს ლიუბლიანაში. 1971 წლიდან იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტია, შემდეგ დოცენტი და პროფესორი. 1992 წლიდან ფაკულტეტის დეკანია ორი ვადით. არის მრავალრიცხოვანი მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი.
პოლიტიკური კარიერა
1986-1991 წლებში მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და ფიზიკური კულტურის მინისტრია. 1992-2000 წლებში პარლამენტის წევრია, ხოლო 1998-2000 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე. კირო გლიგოროვის უფლებამოსილების გასვლიდან ბორის ტრაიკოვსკის გაპრეზიდენტებამდე პერიოდში ასრულებდა მაკედონიის პრეზიდენტის მოვალეობას.
რესურსები ინტერნეტში