საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) (ინგლ. International Republican Institute, IRI) — არაკომერციული, უპარტიო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას მსოფლიოში.[1]
IRI მუშაობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის, რათა ისინი გახდნენ კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულნი და ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულნი; ეხმარება მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მართვაში; მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან, ასევე ქალებთან და ახალგაზრდებთან, რათა ისინი ჩართული იყვნენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.[1]
საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მუშაობს 1999 წლიდან. ორგანიზაცია ხელს უწყობს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.[1]
სქოლიო
საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები |
---|
| ეროვნული | |
---|
| ადგილობრივი | |
---|
| ისტორიული | |
---|
|