სადგურის მოედანი 1 — თბილისის მეტროპოლიტენის სადგური პირველ ხაზზე. სადგური მდებარეობს ნაძალადევსა და მარჯანიშვილს შორის. სადგური 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[1]
ზედა სართული ჩაშენებულია მეტროპოლიტენის ადმინისტრაციულ შენობაში (არქიტექტორები ე. კვერნაძე, გ. მელქაძე). ქვედა სადგურის სივრცე გაყოფილია სამ ნაწილად თაღედით, რომელიც მარმარილოთი მოპირკეთებულ პილონებს ეყრდნობა. იატაკზე დაგებულია გრანიტის ფილები (არქიტექტორი ვ. აბრამიშვილი). ჭედური პანოების ავტორები არიან მოქანდაკეები ფ. მზარეულაშვილი და ი. ოჩიაური).[2] ექსკალატორიდან მოსაცდელ დარბაზში გახსნილი თაღის ზემოთ თბილისის 1500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხმლისა და თასის ჰორელიეფური გამოსახულებაა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო