საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია (რუს.Конституция СССР) — საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი ძირითადი კანონი. მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციები, კანონები თუ საკანონმდებლო აქტები არ უნდა ყოფილიყვნენ მასთან წინააღმდეგობაში, არამედ უნდა შესაბამებოდნენ მას.
საბჭოთა კავშირში ცნობილი იყო შემდეგი კონსტიტუციები:
1977 წლის საბჭოთა კონსტიტუცია — დამტკიცდა 1977 წლის 7 ოქტომბერს სსრ კავშირის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეშვიდე რიგგარეშე სესიაზე.
კონსტიტუციებს ჰქონდა საერთო ზოგადი დებულებები. ამ დებულებებში აღწერილი იყო მუშათა კლასის თეორიული ხელშეუხებლობა და სსრკ-ის კომპარტიის წამყვანი როლი მთავრობასა და საზოგადოებაში. ყველა ვერსიაში ხაზგასმული იყო სოციალისტური საკუთრების ფორმის პრინციპები. ყოველი კონსტიტუცია ემყარებოდა საბჭოების სისტემას მთავრობის ფუნქციონირებაში.