საბერძნეთის გერბი — საბერძნეთის სახელმწიფო სიმბოლო, შედგება ორი ძირითადი ელემენტისგან — ჰერალდიკური ლურჯი ფარი თეთრი ჯვარით (დროშის ფრაგმენტი), ხოლო ფარის გარშემო — დაფნის გვირგვინი. ფარი ჯვრით სიმბოლოა სამხედრო დიდების და ამასთანავე საბერძნეთში მთავარი რელიგიის — მართლმადიდებლობის. დაფნის გვირგვინი საბერძნეთის უძველესი ისტორიის სიმბოლოა, ასეთი გვირგვინით აჯილდოებდნენ უძველესი ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს.
გერბის ისტორია
საბერძნეთის რეგიონული მთავრობის ბეჭედი (1822–1828). გამოსახულია ქალღმერთი ათენა და ქალაქ ათენის სიმბოლო - ბუ.
აბერძნეთის რესპუბლიკის ბეჭედი (1828–1832). გამოსახულია მითური ფრინველი ფენიქსი და წელი "1821" - საბერძნეთის დამოუკიდებლობის წელი.
საბერძნეთის სამეფოს გერბი (1833–1862).
საბერძნეთის სამეფოს გერბი (1863–1924)
საბერძნეთის სამეფოს გერბი (1936–1973).
საბერძნეთის სამეფოს გერბი(1863–1924 და 1935–1973).
1 აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზიაში.
2 მთლიანად დასავლეთ აზიაშია, მაგრამ კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად მოიაზრება ევროპულად.
3 აღიარებულია მხოლოდ თურქეთის მიერ.
4 ნაწილობრივ ან მთლიანად აზიაში, ევროპისა და აზიის საზღვრის განსაზღვრაზე დამოკიდებულებით.