| სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. გთხოვთ, განაახლოთ ის და ასახოთ უახლესი მოვლენები. შემდეგ ამოშალეთ სტატიიდან ეს თარგი. |
|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავაძე.
|
საბა თავაძე (დ. 14 თებერვალი, 1993) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი. აქვს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეობა.
კარიერა
დაიბადა თბილისში. თამაშობდა „დინამო თბილისის“ ასაკობრივ გუნდებში, შემდეგ გადავიდა „ცხინვალის“ დუბლებში. 18 წლის ასაკში ჩაირიცხა უკრაინული „ობოლონის“ ახალგაზრდულ გუნდში. იმის გამო, რომ უკრაინის ჩემპიონატში შეზღუდული იყო ლეგიონერთა რაოდენობა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, მაგრამ ქართული მოქალაქეობაც დაიტოვა. 2013 წელს ჩაირიცხა პოლტავის კლუბ „ჰირნიკ-სპორტში“. 2013-14 წლების სეზონში ჩაატარა 8 მატჩი და გაიტანა 1 გოლი. სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც „ცხინვალში“ დაიწყო ვარჯიში. 2015 წლიდან შეუერთდა მეორე ლიგაში მოასპარეზე ტყიბულის „მეშახტეს“, სადაც ჩატარებულ 16 მატჩში, 2 გოლის გატანა შეძლო. 2015-16 წლების სეზონში ირიცხებოდა თერჯოლის „საპოვნელაში“, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. 2016 წლის გაზაფხულზე ვარჯიშობდა აზერბაიჯანულ ზაქათალის „სიმურგში“, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი გაატარა მეორე ლიგაში მოასპარაზე „შევარდენის“ შემადგენლობაში, მან ჩემპიონატის 16-ვე მატჩი ჩაატარა და გაიტანა 6 გოლი.
რესურსები ინტერნეტში