საათლი (აგრეთვე საოთლი; აზერ. Saatlı) — ქალაქი აზერბაიჯანში, საათლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე არაქსის მარჯვენა სანაპიროზე. ბაქოდან 189 კმ-ში. ქალაქის სტატუსი 1971 წელს მიიღო, მანამდე დაბად იწოდებოდა.[1]
მოსახლეობა — 17 900 კაცი (2012).
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო