რუსლან მიქაბერიძე (დ. 24 აგვისტო, 1939, ხარკივი, უკრაინა — გ. 16 დეკემბერი, 2020) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981)[1].
ბიოგრაფია
1960-1962 წლებში სწავლობდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1960-1970), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ (1971-1972) თეატრებში, 1972 წლიდან კი — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
1972 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო