რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (რუსულად Институт востоковедения РАН (აბრევიატურა - ИВ РАН)) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპლექსური კვლევის დარგში.
- მისამართი: 107031, Москва, Рождественка, д. 12.
- ინსტიტუტის დირექტორი: პროფესორი ვიტალი ნაუმკინი (Наумкин Виталий Вячеславович)
ინსტიტუტის დაარსების ისტორია
ინსტიტუტი დაარსებულ იქნა 1818 წლის ოქტომბერში სანქტ-პეტერბურგში თავდაპირველი სახელწოდებით „საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიასთან არსებული აზი(ატ)ური მუზეუმი“. 1950 წლიდან ინსტიტუტი ფუძნდება მოსკოვში. 1960-1970 წ.წ. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებას შეუცვალეს სახელი და ეწოდა „აზიის ხალხთა ინსტიტუტი“.
ინსტიტუტის სანქტ-პეტერბურგის ფილიალს 2007 წელს გამოეყო ცალკე ინსტიტუტი - აღმოსავლური ხელნაწერების ინსტიტუტი (Институт восточных рукописей РАН (ИВР РАН)).
ინსტიტუტის სტრუქტურა
- არაბული და ისლამური კვლევების ცენტრი
- შუა აზიის, კავკასიის და ურალ-ვოლგისპირეთის შესწავლის ცენტრი
- ინდოეთის კვლევების ცენტრი
- იაპონიის კვლევების ცენტრი
- ისრაელის კვლევების განყოფილება
- ჩინეთის კვლევების განყოფილება
- კორეისა და მონღოლეთის კვლევების განყოფილება
- აზიის ხალხთა ლიტერატურების განყოფილება
- შედარებითი კულტუროლოგიის განყოფილება
- შედარებით-თეორიული კვლევების განყოფილება
- ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების კვლევების განყოფილება
- სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის კვლევების განყოფილება
- ეკონომიკური კვლევების განყოფილება
- სამხრეთ-წყნარი ოკეანის კვლევების განყოფილება
- აზიის ხალხთა კვლევების განყოფილება
სამეცნიერო-კვლევითი პერიოდიკა
აზია ი აფრიკა სეგოდნია (ჟურნალი)