რუთ უილსონი (ინგლ.Ruth Wilson; დ. 13 იანვარი, 1982)[1] — ინგლისელიმსახიობი. ცნობილია თავისი შესრულებული როლებით ფილმებში: „Suburban Shootout“ (2005), „ჯეინ ეარი“ (2006), მან ელის მორგანის როლი BBC-ს ფსიქოლოგიურ კრიმინარულ დრამატულ სატელევიზიო სერიალში „ლუთერი“-ში (2010–2013, 2019)[2] ითამაშა, ხოლო ელისონ ლოქჰართი სატელევიზიო დრამაში „საყვარლები“ (2014-2018), 2018 წელს ითამაშა მინისერიალში „მისის უილსონი“-ში. BBC/HBO-ს ფანტაზიური ჟანრის სერიალ „მისი ბნელი საწყისები“-ში მარისა კულტერის როლი შეასრულა. გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „მარტოხელა რეინჯერი“ (2013), „მისტერ ბენკსის გადარჩენა“ (2013), „მე ის მშვენიერი ნივთი ვარ, სახლში რომ ცხოვრობს“ (2016), „მუქი მდინარე“ (2017).
ტიტულოვანი როლის-ანა ქრისტის შესრულების, და მეორე ხარისხოვანი პერსონაჟის–სტელა კოუვალსკის „ტრამვაი სახელად სურვილი“-ში[3] შესრულებისთვის უილსონი სამჯერ ნომინირდა, ხოლო ორჯერ მოიგო „ლორენს ოლივიერის ნომინაცია“, როგორც საუკეთესო მსახიობი. მას სატელევიზიო სერიალ-ჯეინ ეარში, ნათამაშები როლით მოგებული აქვს ოქროს გლობუსი.
უილსონმა დაამთავრა დამოუკიდებელი კათოლიკური სკოლა „Notre Dame“, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ გოგონებისთვის. თინეიჯერობის ასაკში მისი სამუშაო მოდელობა იყო. სწავლა ნოტინგემის უნივერსიტეტში განაგრძო, იგი ამ უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა, უნივერსიტეტში სწავლის დროს „ნოტინგემის ახალ თეატრ“-ში სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას. 2003 წელს მან დაამთავრა ნოტინგემში სწავლა, ხოლო 2005[9] წელს „მუსიკისა და დრამატული ხელოვნების ლონდონის აკადემია“. ამის შემდეგ, მან დააარსა „Hush Productions“-ი[10] . ნოტინგემში ყოფნის დროს მან მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო, ომის სტრატეგიულ თამაშში „Time Commanders“-ში.
მანამ სანამ „ჯეინ ეარში“ ითამაშებდა მთავარი როლით, მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ კომედიურ სატელევიზიო სერიალში, „Suburban Shootout“-ში, ინგლისელ მსახიობთან-ტომ ჰიდლესტონთან[11] ერთად. 2006-2007 წლებში ითამაშა ITV-ს სატელევიზიო სერიალში, „აგათა კრისტის მარპლი“-ში, ხოლო მერი BBC-ს დრამაში, „Capturing Mary“-ში.
2007 წელს ტანიას როლი „როიალის ეროვნული თეატრში“[12] „Philistines“-ში ითამაშა. ამავე წელს, კომედიურ როლზე, როგორც ელისონ ფენელი გამოჩნდა BBC-ს კომედიურ სერიალში-„Freezing“. 2009 წლის 23 ივლისიდან3 ოქტომბრამდე მონაწილეობას იღებდა სპექტაკლში-„A Streetcar Named Desire“-ში, როგორც სტელა კოვალსკი. 2009 წლის 15 ნოემბერს, AMC Television და ITV-ს მინისერიალ „ტუსაღი“-ში, უილსონმა სოფლის ექიმის-"Number 313"-ის როლი შეასრულა. 2009 წლის დეკემბერში ითამაშა BBC-ის სატელევიზიო სერიალში „Small Island“-ში, რომელიც გადაღებულია ინგლისელი ავტორის, ანდრეა ლევის ამავე სახელწოდების მქონე ნოველის მიხედვით.
2010 წლიდან უილსონი მონაწეილეობას იღებდა ფსიქოლოგიურ სატელევიზიო სერიალში, „ლუთერი“-ში, სადაც იგი თამაშობდა ელის მორგანის როლს. 2014 წელს უილსონმა ელისონ ბეილის როლის შესრულება დრამატულ სატელევიზიო სერიალში, „საყვარლები“-ში დაიწყო. მან ამ სერიალის პირველ სეზონში[13] მონაწილეობით ოქროს გლობუსიც მოიგო, როგორც საუკეთესო მსახიობი—დრამატულ სატელევიზიო სერიალებში. მან ამ სერიალში მონაწილეობის მიღება 2018 წელს, 4 სეზონის შემდეგ შეწყვიტა.[14]