რუზველტის კუნძული (ინგლ. Roosevelt Island) — კუნძული ანტარქტიდაში, როსის ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ის შედის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების მოქმედების ზონაში, კუნძული მაინც მიეკუთვნება როსის ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ახალი ზელანდია.
გეოგრაფია
დღეისათვის რუზველტის კუნძული ფაქტობრივად აღარ არის ხმელეთის იზოლირებული ნაწილი, რადგანაც ის მთელი წელი იმყოფება როსის შელფური მყინვარის შიგნით. კუნძული წარმოადგენს დიდ, ყინულით დაფარულ ამაღლებულ ტერიტორიას, რომელიც ადვილად შეიმჩნევა მყინვარის ზედაპირზე.
ისტორია
პირველად რუზველტის კუნძული 1929 წლის ნოემბრის დასაწყისში შეამჩნია ჯგუფმა, რომელსაც მეთაურობდა გეოლოგი ლოურენს გულდი. იგი ძაღლების შებმული მწკრივით გაემართა ადრე რუალ ამუნდსენის მიერ აღმოჩენილი დედოფალ მოდის მიწის გამოსაკვლევად, გულდის ჯგუფმა აღმოაჩინა საკმაოდ დიდი ამოწეული ადგილი, რომელიც როსის მყინვარებიდან გამოდიოდა.
ოფიციალურად კუნძული აღმოაჩინეს 1934 წელს, როდესაც ამერიკელმა კონტრ-ადმირალმა რიჩარდ ბერდმა დაადგინა, რომ ეს ამაღლებული ადგილი სინამდვილეში კუნძულია და მას მაშინდელი მმართველი პრეზიდენტის პატივსაცემად ფრანკლინ დელანო რუზველტის სახელი დაარქვა.
რესურსები ინტერნეტში