რუდოლფ კრისტოფ ოიკენი (გერმ. Rudolf Christoph Eucken; დ. 5 იანვარი, 1846, აურიხი, ჰანოვერის პროვინცია — გ. 15 სექტემბერი, 1926, იენა, გერმანია) — გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი.
1908 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში „ჭეშმარიტის სერიოზული ძიების, აზრის ყველგან შემღწევი ძალის, ფართო თვალსაწიერის, სიხალასისა და დამაჯერებლობისათვის, რომელთა მოშველიებითაც ის იცავდა და ავითარებდა იდეალისტურ ფილოსოფიას“.
1916 წლის 5 იანვარს საკუთარ დაბადების დღეზე ქალაქ იენის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. 1874 წლიდან იენის უნივერსიტეტის პროფესორად დანიშნეს ფილოსოფიის კათედრაზე.
1882 წელს დაქორწინდა ირენ პასოვზე (1863–1941). ჰყავდა ქალიშვილი და ორი ვაჟი. მისი ერთი შვილი, ვალტერ ოიკენი, ცნობილი ეკონომისტი გახდა, ხოლო მეორე — არნოლდ ოიკენი — ქიმიკოსი და ფიზიკოსი.[15]
რუდოლფ ოიკენი 1926 წლის 15 სექტემბერს, 80 წლის ასაკში, გერმანიის ქალაქ იენაში გარდაიცვალა.[15]
ლიტერატურა
- Beck, Friedrich Alfred. Rudolf Eucken, Deutsche Buch-Gemeinschaft, 1927.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
| |
|