რს-122 — ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. სისტემა წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული БМ-21 "Град"-ის ქართულ ვერსიას.
განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. [1]
შექმნის ისტორია
შექმნილია 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა.
მანქანის თავდაპირველი სახელწოდება იყო რდმ-26, შემდეგ სახელი შეეცვალა დრს-122-ზე, შემდეგ კი — რს-122 ეწოდა.
კონსტრუქცია
სისტემა შედგება «КрАЗ-6322» შასისგან, მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთ კაციან გათვლას ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან იცავს.
შეიარაღება
საცეცხლე ნაწილი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების 40 ლულიან . საცეცხლე პაკეტს, რომელშიც 122 მმ კალიბრის უმართავი რეაქტიული რაკეტები თავსდება. საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.
პერსპექტივაში მანქანაზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ცეცხლის მართვის ავტონომიური ციფრული სისტემა, ნავიგაციისა და დამიზნების თანამგზავრული სისტემები. ასევე მოდულური საცეცხლე ნაწილი, რომელზეც შესაძლებელი იქნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტების დამონტაჟება სხვადასხვა ტიპის და კალიბრის რაკეტებით.
სურათები
-
აღლუმზე
-
უკანა ხედი
-
წინა ხედი
-
წინა ხედი
-
გვერდითა ხედი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო