რორაიმა (ესპ. Monte Roraima) — ტეპუი ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის სახელმწიფო საზღვარზე. სიმაღლე 2810 მ. მდებარეობს გვიანის ზეგანზე, კანაიმის ეროვნული პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. რორაიმას თავზე მუდმივად ღრუბელია. მისი მწვერვალი პლატოა, რომლის ფართობია დაახლოებით 34 კმ². 1884 წელს მთის მწვერვალზე პირველად ავიდა ექსპედიცია სერ ევერარდ თარნის ხელმძღვანელობით. ამ ექსპედიციის წევრთა მონათხრობმა შთააგონა ცნობილ მწერალს, სერ ართურ კონან დოილს, თავისი სათავგადასავლო რომანის, „დაკარგული ქვეყნის“ დაწერა.
რესურსები ინტერნეტში