როზმარის ბავშვი (ინგლ. Rosemary's Baby) — რომან პოლანსკის 1968 წლის ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი, რომელიც დაფუძნებულია აირა ლევინის ამავე სახელწოდების წიგნზე. ფილმის მთავარი გმირია ორსული ქალი, რომელიც შეშფოთებულია მისი ქმრისა და მეზობლების მეგობრობით, რადგან მეზობლები ოკულტური რიტუალებით არიან გატაცებულნი. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ილოცე როზმარის ბავშვისთვის“. რუთ გორდონმა ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარი და ოქროს გლობუსი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
1990-იან წლებში გადაღებული ქართული სატელევიზიო სერიალი „სახლი ძველ უბანში“ იმეორებს ფილმის სიუჟეტს.
რესურსები ინტერნეტში