როდაქსის სახლი (რუს. Дом Родакса) — ისტორიული შენობა ქალაქ პუშკინში. აშენდა 1836-1839 წლებში. მიეკუთვნება რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს [1][2]. მდებარეობს ორანჟერეის ქუჩაზე, სახლი №19/18, პუშკინის ქუჩის კუთხეში, ტაძრის მოედანთან.
ისტორია
1835 წელს კერძო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთები გამოიყო. ხუთივე სახლის პროექტი არქიტექტორ სებასტიან ჩერფოლიომ შექმნა, რომელიც ერთიან დიდ კომპლექსს ქმნის. ამ კომპექსში შედის ასევე, როდაქსის სახლი. XX საუკუნის დასაწყისში, 1917 წლამდე, სახლში ცხოვრობდა მღვდელი იოანე (კოჩუროვი), ახალმოწამე. 1949 წელს, დიდი სამამულო ომის შემდგომ განადგურებული სახლი, აღადგინეს და საცხოვრებლად გადასცეს ლიტერატურის საკავშირო ინსტიტუტის თანამშრომლებს[3][4][5].
არქიტექტურა
სახლი გაფორმებულია კათედრის მოედანზე მდებარე ზვეგინცევის სახლის მსგავსად. იგი სამსართულიანია (ცოკოლის მაღალი სართულის ჩათვლით, რომელიც რუსტირებულია და კვადრატული გეგმისაა. სახლის ფასადი შესანიშნავი სტილით არის გაფორმებული კერძოდ, თხელი სანდრიკებით და ფრიზებით. ჭარბობს ყვავილების ორნამენტი, ფრიზზე მეორდება წყვილი გედის გამოსახულება. გაფორმებაში ჭარბობს ბიზანტიური მოტივები, რომელიც გამოიყენება ძველ რუსულ არქიტექტურაში[3][4][5].
ლიტერატურა
- Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 363—364. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო