რიხარდ იულიუს ვილჰელმ დედეკინდი (გერმ. Richard Dedekind; დ. 6 ოქტომბერი, 1831, ბრაუნშვაიგი — გ. 12 თებერვალი, 1916, ბრაუნშვაიგი) — გერმანელი მათემატიკოსი, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1880).
დედეკინდის ძირითადი შრომები ეხება ალგებრულ რიცხვთა თეორიას. მისი რამდენიმე ზოგადი კონცეფცია საფუძვლად უდევს თანამედროვე ალგებრას. კერძოდ, მას ეკუთვნის იდეალის თანამედროვე განსაზღვრა. დედეკინდი ცნობილია როგორც ნამდვილ რიცხვთა თეორიის მკაცრი დაფუძნების ერთ-ერთი პირველი სისტემის ავტორი.
სქოლიო