რიხარდ კარლ ზომერი (გერმ.Richard Karl Sommer, რუს.Ри́хард-Карл Ка́рлович Зо́ммер; დ. 1866 — გ. 1939) — გერმანელი მხატვარი, ორიენტალისტი.
დაიბადა 1866 წელს მიუნხენში (ბავარიის სამეფო). 1893 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია. 1890-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსედიციებში ცენტრალურ აზიაში. 1912-1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კავკასიაში. ბევრს მოგზაურობდა. ქმნიდა ძირითადად ეთნოგრაფიული ხასიათის ნამუშევრებს — პორტრეტებს, ყოფით და ბატალურ სცენებს, არქიტექტურულ ძეგლებს, პეიზაჟებს. იყო ლადო გუდიაშვილის ხატვის პირველი მასწავლებელი. მონაწილეობდა გამოფენებში სანქტ-პეტერბურგში, თბილისში, ბაქოსა და ტაშკენტში. იყო კავკასიის ნატიფ ხელოვნებათა საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამაარსებელი. საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული იყო. სავარაუდოდ გარდაიცვალა გადასახლებაში.